დღეს გაირკვა, რომ “ბარსელონა” ესპანეთის თასის 1/16 ფინალში “უნიონ დეპორტივა იბიცას” წინააღმდეგ (არსებობს “კლუბ დეპორტივა იბიცაც”, რომელიც ერთი დივიზიონით დაბლა თამაშობს) ითამაშებს.
ბალეარულ კლუბს “ბარსელონასთან” ბევრი არაფერი აკავშირებს, მაგრამ, აღსანიშნავია, რომ მათი მთავარი მწვრთნელი “ბლაუგრანას” ყოფილი მოთამაშეა – პაბლო ალფარო, რომელიც ცენტრალური მცველის პოზიციაზე თამაშობდა და ახლა 50 წლისაა, “ბარსას” ღირსებას 1992/93 წლების სეზონში იცავდა. ამის შემდეგ მან “ატლეტიკოშიც” ითამაშა, ყველაზე დიდი დრო კი “სევილიას” რიგებში გაატარა.
“იბიცასთვის” ეს მატჩი ისტორიაში ყველაზე დიდი იქნება. სეგუნდა ბ-ს პირველ ჯგუფში მესამე ადგილზე მყოფი გუნდი ესპანეთის მოქმედ ჩემპიონს 22 იანვარს უმასპინძლებს.

მთლიანად ბ გუნდი და სათადარიგო უნდა ათამაშოს.
რაგაუხარდებოდათ მესის ნახვა ;დდ მარა არამგონია ითამაშოს