workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ვალვერდეს კრიტიკას პასუხობს

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ვალვერდეს კრიტიკას პასუხობს

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლუის რუბიალესი “ბარსელონას” დამრიგებლის, ერნესტო ვალვერდეს მხრიდან ქვეყნის სუპერ თასის ახალი ფორმატის კრიტიკას ეხმაურება.

ვალვერდემ განაცხადა, რომ მას სუპერ თასის ძველი ფორმატი ერჩივნა და მადრიდული გუნდები, “რეალი” და “ატლეტიკო” ამ ტურნირის “სტუმრებად” მოიხსენია.

მოგეხსენებათ, ადრე, ესპანეთის სუპერ თასზე ერთმანეთს ქვეყნის ჩემპიონი და თასის მფლობელი ხვდებოდნენ. ორივე ტურნირის ერთი გუნდის მიერ მოგების შემთხვევაში, სუპერ თასზე სამეფო თასის ფინალისტი თამაშობდა. გასულ სეზონში, “რეალმა” და “ატლეტიკომ” ვერც ჩემპიონატი მოიგეს და ვერც თასის ფინალში ითამაშეს, მაგრამ ახალი ფორმატის გამო, ისინი სუპერ თასზე მაინც მოხვდნენ.

“ახალი ფორმატით კმაყოფილი ვარ. სუპერ თასი მისი მონაწილე გუნდებისთვის მნიშვნელოვანია, რადგან შემოსავლის კარგი წყაროა.

ვალვერდეს აზრი პატივსაცემია, მაგრამ ამ ტურნირს სტუმრები არ ჰყავს. ჯერ კიდევ თებერვალში ვთქვით, რომ ესპანეთის თასის ფინალისტებს, სუპერ თასზე, ლა ლიგის 2 საუკეთესო გუნდი დაემატებოდა. ვალვერდეს კლუბი ამ ფორმატს დასთანხმდა.” – განაცხადა რუბიალესმა Movistar-თან საუბრისას.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (4)

  • akaki
    schedule 10 იან 2020, 03:11
    #4

    ჯერ შენი ტვლიპინა ოჯახი მივაცენზურე მერე მაგ შენი ვალვეიდას.და ბოლოს ბათლემოეს.ნახენ ფულის საკეთებელი სტანოკი ამ პიტალოებმა

  • El pistolero 9
    schedule 09 იან 2020, 22:52
    #3

    ეს ერთადერთი საღი აზრია რომელიც ვალვერდეს თავში მოუვიდა.
    აუ ლიდერბეთის პროგნოზები რომაა ფეისბუქზე იქ ღადაობენ ვალვერდეზე მაგრად.
    "ვალვერდე ბჭობდა მესი იცინოდაო"
    მესი გახდა წლის გამძლეობის ნომინაციაში გამარჯვებული.3სეზონია ვალვერდეს ბოგინს უძლებსო და ამისთანები.

  • Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    schedule 09 იან 2020, 20:55
    #2

    ბარსა დასთანხმდა,რადგან კარგი შემოსავლის წყაროაო – ანუ ჩმორთუმეუსგან მიიღეს თანხმობა ფორმატის დამტკიცებამდე.

  • me da barca
    schedule 09 იან 2020, 20:46
    #1

    არ გინდა ტვლიპინ ნუ აპრავებ. თვითონ ამბობ შემოსავლის წყაროაო. თქვენთვის მთავარი ფულია და მერე ფეხბურთი.