გუშინ გაიმართა საფეხბურთო ვიქტორინა “მე-12 მოთამაშეს” ბოლოსწინა, მე-3 ტური, რომელიც, უკვე ტრადიციისამებრ, “ბარსელონას” ოფიციალური ფანკლუბის დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა.
ტურნირის მე-3 სეზონში “ბლაუგრანამ” სამიდან მე-3 ტური მოიგო და საერთო ჩათვლაში ლიდერობა კიდევ უფრო გაიმყარა. “ბარსელონას” გულშემატკივრების გუნდმა, შესაძლო 75 ქულიდან 54 აიღეს და მე-2 ადგილს 7 ქულით გაასწრეს, საერთო ჩათვლაში კი უპირატესობა 25 ქულამდე გაზარდეს.
აღსანიშნავია, რომ ამ ტურნირის ისტორიაში, აქამდე, ზედიზედ 2 ტურიც კი არცერთ გუნდს ჰქონდა მოგებული, “ბლაუგრანამ” კი ზედიზედ 3 ტური მოიგო.
წინ ფინალური ტურია, რომელიც 29 დეკემბერს გაიმართება და რომელშიც 125 ქულა გათამაშდება.
შეგახსენებთ, რომ “ბლაუგრანა” პირველი სეზონის გამარჯვებული და მე-2 სეზონის ვერცხლის პრიზიორია.
მე-3 ტურში “ბლაუგრანას” შემადგენლობა ასეთი იყო: ნიკა ტაბატაძე, ანდრია პროსტოსერდოვი, ტატო ბაციკაძე, ილო ბაბუხადია, გიორგი ანთაძე.
იხილეთ გუშინდელი ტურისა და საერთო ჩათვლის ცხრილები.

აზრი==