მიუხედავად იმისა, რომ “ბარსელონამ” 19-წლამდელთ გუნდის მთავარი მწვრთნელი ვიქტორ ვალდესი კლუბიდან 7 ოქტომბერს გაათავისუფლა, კატალონიელები მისი შემცვლელის ოფიციალურად დანიშვნას ჯერ კიდევ ვერ ახერხებენ.
Marca-ს ცნობით, ვალდესს მისი გათავისუფლების გადაწყვეტილებაზე ხელი არ მოუწერია, რის გამოც, ეს გადაწყვეტილება ძალაში მისი გამოცემიდან 21 დღის შემდეგ შევა. ამის შემდეგ შეძლებს “ბლაუგრანა” ვალდესის შემცვლელის ოფიციალურად დანიშვნას.
დღეს, ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაზე, “ბარსელონა” “სლავიას” დაუპირისპირდება და ვალდესის შემცვლელი ფრანკ არტიგა ამ მატჩში გუნდის მთავარი მწვრთნელი ვერ იქნება.
ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს თავად ფრანკ არტიგა: “უსიამოვნო სიტუაციაა შექმნილი. ოფისში ვიქტორთან ერთად ვმუშაობდი და მასთან ყოველთვის კარგი ურთიერთობა მქონდა.”

Valdesis shecdomas xedac barto da I'm cxvirasi ara gasagdebia ramdeni xania
ეუ ვალდესი თუ გაჯიუტდა მტრისას
ვალდესის შეცდომები არაფერ შუაშია, ამ ბავშვებს 10წლის ასაკიდან ავარჯიშებდა ეს მწვრთნელი და უცებ ვალდესი გახადეს მთავარი, შემდეგ როგორც გავრცელდა შეთანხმდნენ რომ სხვა ასაკობრივზე გადაიყვანდნენ ვალდესს და ის დაინიშნებოდა 19წლიანების მწვრთნელად
ვალდესს არ აპატიოთ არა შეცდომა რავი თუ ქონდა, სამაგიეროთ მთავარი გუნდში რო გყქვთ ყურებიანი ცხვირა ყ იმას აპატიეთ პრო*ის ჟიმჟიმი რო გაქვთ და არ იცით კიდე სად და ვისთან გაიბანძებს თავს