სამუელ ეტო’ომ საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა მათ შორის, ვისთან ერთადაც ოდესმე უვარჯიშია. ბევრისთვის გასაკვირად, ეს არც რონალდინიოა და არც ლეო მესი.
“2006 წელს, პარიზში გამართულ ფინალში ინიესტამ ისე ითამაშა, როგორც მარადონამ, მესიმ და კრიშტიანუ რონალდუმ ერთად. ჩემს ერთ-ერთ პირველ ინტერვიუშიც ვთქვი, რომ ის ერთ-ერთი საუკეთესოა, ვისთან ერთადაც მივარჯიშია. ხალხს გაუკვირდა რონალდინიო ან მესი რომ არ დავასახელე, მაგრამ დრომ ჩემი სიმართლე დაამტკიცა.
ინიესტა ლეოსა და კრიშტიანუს დონეზე აღიარებული არასდროს ყოფილა, მაგრამ ის და ჩავი ამ დონეზე ნამდვილად არიან.” – აცხადებს ეტო’ო Cadena SER-თან საუბრისას.
ჩემი პირადი აზრით ინიესტა მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ნახევარმცველია ის ნამდვილად ფენომენია
Goal.ge -ზე ხავი წერია და გაარკვიე ახლა სიმართლე
საუკეთესოა დონი როგორ მენატრება ხავიესტას დუეტი ცენტრში