კატალონიის “ბარსელონას” დირექტორთა საბჭო ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
“ბლაუგრანას” დირექტორთა საბჭო იზიარებს “ბარსელონას” ფეხბურთელთა იმედგაცრუებას უეფას ჩემპიონთა ლიგაზე განცდილი ფიასკოს შემდეგ.
ისინი მადლობას უხდიან გულშემატკივრებს, განსაკუთრებით კი მათ, ვინც ლივერპულში გაჰყვა. ასევე მადლიერებას გამოხატავენ იმ მხურვალე გულშემატკივრობისთვის და რთულ პერიოდში გამხნევებისათვის, რაც “კამპ ნოუზე” სეზონის ბოლო მატჩში, “ხეტაფეს” წინააღმდეგ (2:0), ვიხილეთ.
დირექტორთა საბჭოს თქმით, კლუბის ყველანაირი ძალისხმევა ახლა მხოლოდ ესპანეთის სამეფო თასის ფინალისკენაა მიმართული, რომელიც 25 მაისს გაიმართება.
