ტრავმის და მატეის დე ლიხტის მოსალოდნელი ტრანსფერის გამო, ფრანგი მცველის, სამუელ უმტიტის მომავალი “ბარსელონაში” კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
ამ სიტუაციაში უმტიტის გადაბირება ტურინის “იუვენტუსს” სურს. იტალიელები მიიჩნევდნენ, რომ უმტიტი კლუბის შეცვლაზე და ახალი გამოწვევის მიღებაზე თანახმა იქნებოდა. ისინი ფეხბურთელს ესაუბრნენ, მაგრამ, RAI-ს ინფორმაციით, მისგან უარი მიიღეს. ყოველ შემთხვევაში – მომდევნო ერთი წლისთვის.
სამუელი პირველ რიგში ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოსწორებას ელოდება, რის შემდეგაც “კამპ ნოუზე” თავისი შანსების გამოყენებას ეცდება, ევრო 2020-მდე კი მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას არ მიიღებს.




darchi da ibrdzole dziritadistvis murillo xo ar xar
არსად არ უნდა გავუშვათ უმტიტი
ამის გაშვება სისულელეა
არცაა ეს გასაშვები