მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რობერტსონის ინტერვიუ “ბარსელონასთან” მატჩის წინ

რობერტსონის ინტერვიუ “ბარსელონასთან” მატჩის წინ

“ლივერპულის” შოტლანდიელმა მცველმა, ენდრიუ რობერტსონმა, “ბარსელონასთან” დღევანდელი მატჩის წინ კომენტარი გააკეთა. შეგახსენებთ, რომ “კამპ ნოუზე” პირველი შეხვედრა კატალონიელების გამარჯვებით (3:0) დასრულდა. 

“ჩვენ იდეალური ფეხბურთი უნდა წარმოვაჩინოთ და კიდევ, იღბალიც აუცილებლად ჩვენკენ უნდა იყოს. თუ “ბარსელონა” მხოლოდ ერთ გოლს გაგვიტანს, ჩვენთვის ლიგის ფინალის კარი ამ სეზონში მაშინვე დაიხურება. ჩვენ ყოველთვის გვჯერა საკუთარი ძალების, თუმცა 0:3 “ბარსელონასთან” ეს განსხვავებული შემთხვევაა. 

ჩვენ აუცილებლად ბოლომდე ვიბრძოლებთ და არ დავნებდებით. მგონი, ეს ყველაფერია რისი გაკეთებაც ჩვენ ამ ეტაპზე შეგვიძლია. ყველას კარგად ესმის, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლა ურთულესი ამოცანაა, თუმცა იმედი ჯერ კიდევ ცოცხლობს. 

“ენფილდზე” განსაკუთრებული რამეები ხდება და ჩვენ გვჯერა, რომ ეს საღამო სწორედ მაგიური გამოდგება. ყველაფერს გავაკეთებთ, თუმცა ცოტა იღბალი არ გვაწყენდა.” – განაცხადა, რობერტსონმა. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (4)

  • messi and iniesta
    schedule 07 მაი 2019, 18:24

    მგონია რომ ლივერპული იგივე ანგარიშით თუ არა 2-0 მაინც წააგებს

  • Berlinetta♥
    schedule 07 მაი 2019, 15:31

    ის ვინც ბარსას ჭირდება … რობერტიშვილი …

  • BlauGrana_DS
    schedule 07 მაი 2019, 15:26

    დააფსი კლოპს აჩკებზე და დაიძინე!

  • M10 S9 D11
    schedule 07 მაი 2019, 14:58

    იღბლის რა გითხრა აბა ჯერ-ჯერობით იღბალს ზურგი აქვს ნაქცევი მოკლედ წადით დაიძინეთ რა :დდდდდ