31 წლის არგენტინელმა ფეხბურთელმა, რომელსაც არაერთი მსურველი გამოუჩნდა, შესაძლოა სამუშაო ადგილი შეიცვალოს.
როგორც გამოცემა AS ფრანგულ L’Equipe-ზე დაყრდნობით იტყობინება, ანხელ დი მარიას მიმართ ინტერესს ერთდროულად სამი კლუბი იჩენს: “ბარსელონა”, მადრიდის “ატლეტიკო” და მილანის “ინტერი”.
მადრიდელები დი მარიას ტომას ლემარის პოტენციურ შემცვლელად განიხილავენ, რომელიც მოსალოდნელია, რომ ზაფხულში “ვანდა მეტროპოლიტანოს” დატოვებს.
აღსანიშნავია, რომ არგენტინელი ნახევარმცველის მიმდინარე კონტრაქტი “პარი სენ ჟერმენთან” 2021 წლამდეა ძალაში. Transfermarket-ის მიხედვით, მისი სატრანსფერო ღირებულება 45 მილიონ ევროს შეადგენს.
აქვე გეტყვით იმასაც, რომ მიმდინარე სეზონში დი მარიამ 41 მატჩი ჩაატარა, მეტოქეთა კარი 17-ჯერ აიღო და 15 საგოლე პასი გააკეთა. პსჟ-სთან ერთად მან წელს ლიგა 1 და საფრანგეთის სუპერთასი მოიგო.




მოხუცებს თუ ეძებენ ბარსაში კარგი კანდიდატი მყავს არ უნდათ???

მამამთილი თამაშობდა ერთ დროს – დაფრინავდა ეზოშიიი !
აბა ამ კოუტინიოს მილიონჯერ ჯობია. რაში გადაყარეს 150 მილიონი.
რაღადროს მაგის დაკვირვებაა. უკვე ვენოკზე და თევზზე იფიქრონ ის დროა. დაქიშმიშდა კაცი
ეჰ სანე კარგი იქნებოდა მარა ორი სეზონისთვის დიმარიაც არაა ცუდი ვარიანტი მკვდარ დემბელეს და მკვდარზე ვენოკ კოუტინიოს 35 წლის დიმარია მაინც აჯობებს
მალკომის ნაცვლად უნდა ეყიდათ და 2 სეზონი იფრენდა. ეხლა გვიანი მგონია. უფასო რო იყოს კიდე ხო მარა პსჟ 30 მაინც მოითხოვს. გრიზის მიაწექით
რამდენი წელი შეიძლება ერთ ადამიანს აკვირდებოდე, დაბერდა ამ დაკვირვებაში
Dimarias ra dakvirveba schirdeba xo ar akachaveben?.
რა დი მარია მაგას ისევ მატა მოიყვანონ უფასო მაინცაა
დიმარია ერთ დროს კაი ხოდზე იყო მარა ეხლა ბებერია აღარაფრის თავი აღარ არ აქვს
Ra dimaria da Ra 45 milioni xoar gadaobt aman raunda qnas :ddddddd vinunda shecvalos aman 31 wlisaa erti sezoni waifartxalebs da mere gayidian maqsimum 10 milionad anda gaanatxovreben ardasavit tan madridelia da eg kide calke sharia es rom moiyvanon vsioo da shetevas agar gaadzliereben amati ambavi romvici da plius magas xelfassac ar moitxovs cotas Kai mayuts moxevs tyuilad 5 gols gaitans isic 5 ves uazros da vsio aacmevinet aranairi sirmaria
დავიღალე ამ ერთი და იგივე *** სახელების კითხვით ტრანსფერების დროს )))
რა დი მარია კარგით რა სანე დაითრიეთ ყველაფერს ჯობია დიდიხნით მოხსნის მარცხენა ფლანგზე პრობლემას … ძაან კლასნია და მესისთან თამაშზე არიტყვის უარს .. ეგ და ალბა აიკლებენ ყველას