“ბარსელონამ”, “გრონინგენის” 18 წლის ნახევარმცველის, ლუდოვიტ რეისის ტრანსფერი, წარმატებით დაასრულა, იტყობინება De Telegraaf.
რეისი, 5-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს და “ბარსელონას” სარეზერვო გუნდში ითამაშებს. კატალონიელებს, ტრანსფერი 7.7 მილიონი ევრო დაუჯდებათ. წყაროს ცნობით, ახალგაზრდა ჰოლანდიელი ნახევარმცველი, პრე-სეზონს, “ბარსას” პირველ გუნდთან ერთად ჩაატარებს.

ძაან კაი ბევრი აქებს ამას ჰოლანდიაში და ვნახოთ რა იქნება
ჰოლანდიური პრესა აქებს და აიაქსსაც ედგა თვალი. ბოლოს პსვ იყო ახლოს და სავარაუდოდ აიაქსიც გავაბედნიერეთ როცა პსვ ეს ავახიეთ. ნომრალური ბიჭი ჩანს. დავაკვირდეთ აბა. თორე ვერ გაიგებ ვინ სად რას მიაღწევს. მე რაფინიას სელტაში რო ვუყურე სადაც ლა ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა გახდა და დაგვიბრუნდა ვიფიქრე ახალი ინი იზრდება თქო და რა ქნა? ვერც ვერაფერი. ტრავმები ეს ის მარა ფაქტია ვერაფერს მიაღწია. თითქოს 1 თვე ათამაშდა და ინტერს გაუტანა წელს მარა მერე ისევ ტრავმა და ქესტუმ. დენისიც ფრინავდა ვილიარეალში მარა ქნა რამე? პაულინიოს და ვიდალის ტრანსფერებს კიდე სკეპტიკურად ვუყურებდი მარა ერთი ძირითადი გახდა და მეორე დღეს ყველაზე დიდი ძალაა ბარსას ნახევარდაცვაში. ასე რომ რთული გამოსაცნობი გახდა დღევანდელი ფორმაციის ბარსაში ვინ ითამაშებს და ვინ ვერა. პუჩი წავა იჯარით და ბარსა ბ ეს დაჭირდება კარგი ნახევარმცველი
კარგია მაგრამ ამ ნახევარმცველებს დასამწნილებლად ხომ არ ამზადებენ?
– ლამაზი საყურებელი კი იქნება ასეთი "ორკესტრი"
–
როლებს გადაუნაწილებს ყველას!
მე მგონი დადგება დრო და ბარსა მეკარის გარდა 10 ნახ.მცველით გავა მოედანზე
თანაც მალე ჩვენი დირიჟორიც ("მაესტრო" ხავი) დაგვიბრუნდება და ეგ არის რააა!
მეტი ჰოლანდიელი ბარსაში 🥰
ღმერთმა გვიბედნიეროს. ბევრი მსურველი ჰყავდა.