ლა ლიგის დასრულებამდე 3 ტურით ადრე, “ბარსელონამ” სეზონის პირველი ტიტული, ქვეყნის ჩემპიონობა გაიფორმა. ამისთვის, გუნდს დღეს “ლევანტეს” დამარცხება დასჭირდა.
საინტერესოა, რომ 27 აპრილი კალენდარულად ყველაზე ადრინდელი დღეა, როცა “ბარსამ” 21-ე საუკუნეში პრიმერა დივიზიონი მოიგო. ეს კი, ბოლო წლების განმავლობაში ძალიან ბევრჯერ მოხდა. უკანასკნელი 11 გათამაშებიდან, “ბლაუგრანას” ანგარიშზე 8 ჩემპიონობაა და გუნდი უდავოდ ტურნირის დომინანტია.
წლევანდელი სეზონის განმავლობაში, “ბარსელონა” თითქმის მუდმივად სატურნირო ცხრილის სათავეში იყო. გუნდს პირველი ადგილი 34 ტურის შემდეგ ეკავა. ერნესტო ვალვერდეს ხელმძღვანელობით კი, თუ წინა სეზონსაც ჩავთვლით, კატალონიური გუნდი 70 კვირის განმავლობაში ლიდერობდა.
ამ სეზონში, მთავარმა მწვრთნელმა 26 ფეხბურთელი გამოიყენა, რომელთა დახმარებითაც ბევრი უმნიშვნელოვანესი და რამდენიმე ძალიან პრინციპული გამარჯვება მოიპოვა. აღსანიშნავი, რა თქმა უნდა, მადრიდის “რეალის” წინააღმდეგ აღებული ქულები და ტაბლოზე დაფიქსირებული ანგარიშია.
დარჩენილ ტურებში, “ბარსა” უმოტივაციოა, თუმცა სეზონის ბოლომდე მოსაწყენი დრო მაინც არ არის – წინ ჩემპიონთა ლიგა და კოპა დელ რეის ფინალია.

რა ბოდვაა???
თქვენს სტატიებს თავად არ ითხულობთ?
უკეთესს თუ დაწერ გელოდები
პირველი ადგილი 34 ტურის შემდეგ ეკავა ???????????
რა ბოდვაა???
თქვენს სტატიებს თავად არ ითხულობთ?
კიდე 8-ჯერ უნდა მოვიგოთ ლა ლიგადა იმ საფალოსეთს გადავუსწრებთ
საიდან დავასკვენით რო ლივერისაა ლიგა? უსაფუძვლო დასკვნები გამაღიზიანებელია ძალიან, ერთი ადგილი ვერ მოგვჭამოს მაგ ლუზერმა გუნდმა.