ოფიციალურად დადასტურებულია, რომ “ბარსელონა” ზაფხულში “ვისელ კობეს” წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩს გამართავს. რა თქმა უნდა, შეხვედრაში მონაწილეობის მიღებას გეგმავს ანდრეს ინიესტაც, რომელიც აცხადებს, რომ ეს თამაში მისთვის განსაკუთრებული იქნება.
“ბარსას” წინააღმდეგ თამაში განსაკუთრებული გამოვა. ეს ის გუნდია, სადაც გავიზარდე. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ კარგი მატჩი გამოვიდეს და “ვისელ კობეს” გულშემატკივრებმაც სიამოვნება მიიღონ.
ახლა, მთლიანად ახალ გუნდზე ვარ კონცენტრირებული. ვნახოთ, შესაძლოა, “ბარსელონაში” ოდესმე დავბრუნდე, მაგრამ არა – ფეხბურთელის რანგში”.
მიუხედავად იმისა, რომ “კობეში” მხოლოდ რამდენიმე თვის წინ გადავიდა, ინიესტა ახლახანს იაპონური გუნდის კაპიტნად აირჩიეს.

ამ თამაშს არ ვუყურებ ვიცი ინო სხა გუნდში თან ბარსას წინააღმდეგ ზედმეტად რთული იქნება იმედია მოიგებ ლომო!!
იმედია დაამარცხებ ბარსას ინო
ინიესტა იყო ინიციატორი. და რაკუტენი რომელიც როგორც ბარსსას ისე კობეს აფინანსებს. ევროპაში არ წავიდა იმიტო რო ბარსასთან პრინციპული თამაში შეიძლებოდა ეთამაშა თორე სიტი ეხვეწებოდა და ინტერიც. მარა მაგ თამაშის გამართვის ინიციატორი ზუსტად ინი იყო და ეგ ჯერ კიდევ მაშინ დაიგეგმა როცა ინი წავიდა. როგორც ვიცი პიკესაც აქვს ბიზნეს ინტერესი იაპონიაში და როგორც მომავალ პრეზიდენტს წარმატებები ვუსურვოთ. კარგი პარტნიორია რაკუტენიც და ეგ თამაშიც მშვენიერი საყურებელი იქნება. ისე კი მაგრად მეცოდება ინი მაგარი ჯუნგლია ეს კობე, დაცვა ყავთ სამოყვარულო. ვილიამაც უღალატა და დაიმტვრა ეგრევე. იმ დღეს ჰიროშიმასთან 2 საგოლე გადაცემა გააკეთა ინიმ, ორჯერ იგებდნენ მარა პროსტა დაცვის მოქმედებები ნახე. ძალით წააგებინეს. მარტოა რასაც ქვია. სამპერს ალაგ ალაგ არაუშავს და პოდოც ხანდახან გაიბრწინებს დალშე მართლა ჯოგია
ამხანაგური ამხანაგურია რანაირად ავხსნა მეტი ეს სიტყვა)))
პირიქით ინიესტამ დაპატიჟა მოდით ბიჭობო ბურთი გავაგოროთ საღამოს ჩაუდეთ და ასე შემდეგ ხო ხვდები არა თემას)) იქ კაი ფულსაც მოხვეტავს კლუბი)O ამხანაგური!!!))
დახლოვებით იგივე თემაა აი ვარჯიშზე ერთმანეთს რომ ეთამაშებიან))
ვიცი რაცაა ამხანაგური იგრა და არანაირად არ გავს ვარჯიშზე გაგორებულ ბურთს ვარჯიშზე თანაგუნდელები თამაშობენ აქ სხვა გუნდის მაისურით ეთამაშება
ამხანაგური!!!
ამხანაგური იგრა როა მაგაზე მიმახვილებ ყურადღებას? მერე რა რო ამხანაგური იგრაა მაინც ბარსას წინააღმდეგ გამოსდის თამაში
კაცი იმიტომ წავიდა აზიაში რო ბარსას წინააღმდეგ არ ეთამაშა და ამათმა მაინც და მაინც იმ გუნდთან მოინდომეს ამხანაგური იგრის გამართვა სადაც ინიესტა თამაშობს :დდდდდდდ