“ბარსელონა” “გრონინგენის” ახალგაზრდა ნახევარმცველს, ლუდოვიტ რეისს შეიძენს და “ბეტისში” გაანათხოვრებს, იტყობინება Diario Sport.
წყაროს ცნობით, კატალონიური გრანდი შეთანხმებასთან ძალიან ახლოსაა. თუმცა, “გრონინგენის” წარმომადგენლები, 18 წლის ფეხბურთელში, უფრო მეტი თანხის გამომუშავებას გეგმავენ, ვიდრე მათ “ბარსელონას” წარმომადგენლები სთავაზობენ.
რეისმა “გრონინგენის” მაისურით 46 მატჩი ჩაატარა. კატალონიური გუნდის სკაუტები, ჰოლანდიელს უკვე 12 თვეა აკვირდებიან. ისინი, 18 წლის ნახევარმცველის თამაშით მოხიბლულები არიან.
მოასლოდნელი იყო, რომ რეისის გაფორმების შემდეგ, ის “ბარსელონას” სარეზერვო გუნდში ითამაშებდა, მაგრამ, დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ, მისი შეძენის შემთხვევაში, ჰოლანდიელი იჯარის წესით “ბეტისში” ითამაშებს.

ემერსონიც ეგრე არის ბეტიში და კაია ესეც გაუშვან ერთი 2 სეზონი და მერე დაბრუნდნენ ორივე ერთად <3
კარგი იდეაა ეს ვიყიდოთ, დელიგტი, სუას შემცვლელი და კუკურელია დავაბრუნოთ.
მშვენიერი გადაწყვეტილებაა