ფრანგული “მონაკოს” ესპანელმა ნახევარმცველმა, სესკ ფაბრეგასმა, ერთ-ერთ ინტერვიუში მსოფლიო ფეხბურთის ამომავალ ვარსკვლავზე, კილიან მბაპეზე ისაუბრა. იტყობინება, L’Equipe.
“მისი სხეული ყოველთვის სწორი მიმართულებით გადაადგილდება, რათა მცველებს გასცდეს. ბევრჯერ მითქვამს ჩემი მეგობრებისთვის: “ამ ბიჭთან ერთად რომ ვთამაშობდე, ყველაფერი გაცილებით სახალისო იქნებოდა.”. თუ ის მუშაობას განაგრძობს, სრულყოფილებამდეც მალე მივა, იქნება დისციპლინირებული და სერიოზული ადამიანი.
მაგრამ არის თუ არა მბაპე მესის და რონალდუს დონეზე? მას ეს ჯერ კიდევ დასამტკიცებელი აქვს. ჩემთვის რთული წარმოსადგენი და დასაჯერებელია, რომ სხვა მესი იარსებებს. რონალდუს დაუჯერებელი მენტალიტეტი აქვს, რაშიც მბაპე და კრიშტიანუ ერთმანეთს ჰგვანან.” – განაცხადა, ფაბრეგასმა.




პელე 17 წლის გახდა მსოფლიო ჩემპიონი, ოღონდ ერთი მაგრამ. ან მბაპე ან პელე რო არ ყოფილიყვნენ იმ გუნდში, ვერ გახდებოდა ან ბრაზილია ან საფრანგეთი ჩემპიონი?
2014 წელს მესიმ რაც შეეძლო ათრია მკვდარი არგენტინა ფინალამდე, მაგრამ გერმანელებთან წააგეს. ეხლა მითხარით ვინ ჯობდა იმ გუნდიდან ლეოს? არავინ ხომ? მითუმეტეს იმ ჩემპიონატზე მესი ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა ანუ იმ 11 თუ 15 გერმანელს ვინც მსოფლიოს ჩემპიონი გახდა ლეომ ყველას აჯობა. ისე რომ ლაპარაკი გუნდურ სპორტზე რო ერთი მოთამაშე გუნდს ათრევსო, ბოლომდე არ გამოდის ყოველთვის, ცოტა თანაგუნდელებმაც უნდა მოინდომონ.
ვერასოდეს ვერ მიაღწევს მბაპე მესის დონეს ვერასოდეს
რონალდოს დონეზე შეიძლება მივიდეს მარა მესის დარი ტალანტი არ აქვს აქედანვე ეტყობა. შეიძლება უკვე დიდ შედეგებს დებს, ისეთს როგორსაც მესი ვერ დებდა ამ ასაკშI ტიტულებს ვგულისხმობ და იმასაც რო ძირითადის კაცია სადაც არ უნდა გაუშვა. მარა ლეოს სხვა ტალანტი ქონდა, ლეოს ნიჭის უფრო მსგავსი ფელიშს აქვს, ანუ უფრო სხარტი და კრეატივიც მეტი აქვს. ეს იმენა მანქანააა თან წაუცხენებს, ტრავმას არ იღებს, ფიზიკურად უფრო და უფრო იხოდება შესაბამისად რონალდოს კონდიციებთან უფრო მივა. მარა იმისთვის რო ლეოს და კრისის მაგიდის წევრი გახდეს, 10 წელი უნდა ითამაშოს ამ დონეზე. და 2-3 სეზონში არ უნდა ჩაქიმოს.
მომავალში რა დონემდე გაქაჩავს მბაპე კაცმა არ იცის ჯერ. მარა სტარტი ძალიან მაგარი აქვს, 19 წლის ასაკში მსოფლიო ჩემპიონობა.
Ee aman sad amoyo bolos tavi