მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გარი ნევილი ფიქრობს, რომ თუ “სიტი” ქულებს დაკარგავს, “ლივერპული” პრემიერ ლიგაზე გადაერთვება

გარი ნევილი ფიქრობს, რომ თუ “სიტი” ქულებს დაკარგავს, “ლივერპული” პრემიერ ლიგაზე გადაერთვება

“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი ფეხბურთელი, გარი ნევილი, ფიქრობს, რომ, თუ “მანჩესტერ სიტი” პრემიერ ლიგაში ქულებს დაკარგავს, “ლივერპული” შეეცდება პირველი ადგილისთვის იბრძოლოს.

“მთელი სეზონის განმავლობაში ვამბობდი, რომ “ლივერპული”, პრემიერ ლიგის მოსაგებად, დათმობებზე უნდა წასულიყო. ვფიქრობ, თუ “სიტი” “ბარნლისთან” ან “მანჩესტერ იუნაიტედთან” ქულებს დაკარგავს და “ლივერპული” “ჰადერსფილდს” დაამარცხებს, კლოპს, “ნიუკასლთან” მატჩამდე, ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოუწევს.”

“ოთხშაბათს, “ლივერპული” “ბარსელონას” ხვდება. თუ “წითლებს” “ნიუკასლთან” და “ვულვზთან” აღებული 6 ქულა ჩემპიონობას მოუტანს, დაასვენებს თუ არა კლოპი ფეხბურთელებს კატალონიელებთან? თან იმის გათვალისწინებით, რომ “ბარსელონასთან”, “მერსესაიდელებს” “ენფილდზე” მეორე შანსიც ექნებათ. ვფიქრობ იურგენი ამას გააკეთებს თუ “სიტი” ქულებს დაკარგავს.” – ციტირებს გარი ნევილის სიტყვებს Sky Sports.

შეგახსენებთ, რომ პირველი ნახევარფინალური შეხვედრა, “ბარსელონასა” და “ლივერპულს” შორის, 1 მაისს, თბილისის დროით 23:00 დაიწყება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (4)

  • ana anukii
    schedule 23 აპრ 2019, 13:45

    ეგეთი იდიოტიზმი კაი ხანია არ წამიკითხავს.. ჯერ ერთი სიტიმ რომ ქულები დაკარგოს მით უფრო გადაერთვება ბარსელონას შეხვედრაზე კლოპი.მეორეც რა გადახალისება ბარსელონა ესპანიოლი კი არ არის.

  • Don_Andresito
    schedule 23 აპრ 2019, 02:34

    ნევილი დებილი რო იყო ვიცოდი მარა ამ ბოლო დროს მაგრად ურევს. ალბათ წამლებს აღარ სვამს. გუნდი ფორმის პიკშია, ფიზიკურად ყველაზე მაგრად არის მომზადებული და ლიგის მოსაგებად 3 კარგი თამაშის ჩატარება დარჩათ. და ბარსასთან დაასვენებს სასტავს? ყველაზე დიდი იდიოტი იქნება კლოპი და იდიოტი რო არაა ვიცით. ან რა სასტავის დასვენება უნდა გავარდნილ ჰადერსფილდს და უმოტივაციო ნიუკასლს რომელსაც ლივეს ფანი მწვრთნელი ყავს და სიტის 3 ქულა აუღო. ბარსასთან ნებისმიერ შემთხვევაში 100-100% ით დაიხარჯებიან და თავს შეაკლავენ. ჯერ ერთი სიტი არ დაკარგავს ქულებს და უკან ამოისვამს ფარჩაკ მანჩესტერს მარა რომც მოიგოს დერბი კლოპი უახლოესი 2 კვირა მარტო ბარსაზე იფიქრებს. გულის სიღრმეში ლიგა უნდა კლოპს. უფრო პრედტიჟულია თავისთვის და არა ლივესთვის. აქეთ დაასვენებს სასტავს ჰადერსფილდთან აგერ ნახავთ თუ არა. ასე რომ ის ზღაპარი რო ლივე ბარსასთან 1 წუთით მაინც იფიქრებს პრემიერ ლიგაზწ ბებიამისს მოუყვეს ნევილმა რომელიც არც ფეხბურთელად ვარგოდა არც მწვრთნელად ივარგა და ექსპერტად კიდე უდებილესია.

  • 10გიო10
    schedule 23 აპრ 2019, 01:45

    ციტატა: Wtf man
    აჭარაბეთი და ჭირი მაგათ. გამისკდა გული რამხელა ხმაზეა რა უბედურებაა


    ხმა მაინც გაუთიშონ მართლა რა ხან ლექციებზე ვრთავ ხან სამსახურში ხან კიდევ სახლში და ბავშვი იღვიძებს ხოლმე და რავი რა

  • M10 S9 D11
    schedule 23 აპრ 2019, 01:43

    რაო? კამპ ნოუზე უნდა დაასვენოს კამანდა და გადახალისებული სასტავიტ უნდა ითამაშოსო? joy joy joy ნეტა მართლა ეგრე ქნას მერე ენფილდზე თამაშსაც არ ექნება აზრი joy joy joy