მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ვალვერდე: “ლივერპულთან” მატჩები ნებისმიერი გულშემატკივრისთვის მიმზიდველი იქნება”

ვალვერდე: “ლივერპულთან” მატჩები ნებისმიერი გულშემატკივრისთვის მიმზიდველი იქნება”

კატალონიური “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ, პრესასთან ინტერვიუში ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალზე ისაუბრა, სადაც მისი შეგირდები “ლივერპულს” დაუპირისპირდებიან. იტყობინება, Marca.

“ეს ძალიან ძლიერი მეტოქეა შესანიშნავი თავდასხმით, ამ გუნდმა საკუთარი პოტენციალი გასულ სეზონშიც კარგად გამოავლინა და ახლაც იგივეს აკეთებენ. 

წინა სეზონში “ლივერპულმა” ლიგის ფინალში ითამაშა, მიმდინარე წელს კი კვლავ შესანიშნავ ტურნირს ატარებენ იმის ფონზე, რომ პრემიერლიგაშიც დამაჯერებლად იბრძვიან. ეს ნახევარფინალი ნებისმიერი ტიპის გულშემატკივრისთვის მიმზიდველი იქნება, თუმცა ორივე გუნდს გაუჭირდება.

ჰორიზონტზე ფინალი ჩანს, ასე რომ, ჩვენ მაქსიმალურად დავიხარჯებით.” – განაცხადა, ვალვერდემ. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (3)

  • nozo777
    schedule 20 აპრ 2019, 00:16

    midi valoo midi sheni imedi gvaqvs

  • M10 S9 D11
    schedule 19 აპრ 2019, 22:08

    ლიგა უნდა დადო ვალიკო ლიგა ვინც არ უნდა იყოს ჩვენი მეტოქე მუხლზე უნდა გადავიმტვრიოთ

  • Johan Cruyff 14
    schedule 19 აპრ 2019, 20:30

    მართლა მაგარი თამაშები იქნება )