“არსენალის” მთავარმა მწვრთნელმა, უნაი ემერიმ “ბარსელონას” ცენტრალური მცველი სამუელ უმტიტი შეაქო.
“უმტიტი შესანიშნავი ფეხბურთელია. საფრანგეთს ბევრი კარგი მოთამაშე ჰყავს, რომლებიც საზღვარგარეთ ასპარეზობენ. ჩემს ყოფილ გუნდებში ყოველთვის მყავდა ფრანგი ფეხბურთელები.” – განაცხადა უნაი ემერიმ.
შეგახსენებთ, რომ სამუელ უმტიტის გაყიდვის თაობაზე საუბარი სერიოზულად მიდის. რამდენიმე დღის წინ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფრანგი თავისი სათამაშო დროით უკმაყოფილოა. ერთ-ერთი კლუბი, რომელიც მისი შეძენითაა დაინტერესებული, “არსენალია”.




ამის გაყიდვა ალკანტარას გაყიდვაზე დიდი შეცდმოა იქნება
ამის გაყიდვა სისულელე იქნებოდა მაგრამ თუ წავიდა. არსენალი კაი ვარიანტია