“ბარსელონას” ახალგაზრდა თავდამსხმელმა, უსმან დემბელემ ტრავმა მოიშუშა და დღეს გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ივარჯიშა.
დიდი ალბათობით, ფრანგი, ჩემპიონთა ლიგაში, “მანჩესტერ იუნაიტედთან” სათამაშოდ მზად იქნება.
მოსალოდნელია, რომ “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ ინგლისში გუნდის ყველა ფეხბურთელი წაიყვანოს და შემდეგ გადაწვიტოს, რომელი მოთამაშეები შეიყვანოს საბოლოო განაცხადში.

ზამენაზე უეჭველი უნდა იჯდეს დემბო მეორე ტაიმში ბოლო 20 წუთი რო ითამაშოს ამოაბზრიალებს მანიუს დაცვას
კოღოო 😊😊😊
იქნება საბოლოოდ მოიხოდოს ეს შუშის ბაღანა საჩვენოდ!
სასტატოდან არ უნდა დაიწყოს დემბომ როგორ კომფორტულადაც არ უნდა იყოს
აბა რას გვაშინებდნენ ჯერ არაა მზადო და საჭიროზე ნელა მიმდინარეობს გამოჯანმრთელებაო
მაგარიაა და რაც ყველაზე მეტად მახარებს დღითიდღე უფრო ბედნიერი ჩანს უსმანი და უფრო კომფორტულადაა გუნდელებთან რაც დაეხმარება უფრო გახსნაში და პოტენციალის ბოლოომდე გამოჩენაში ფრანგს
ძაან მაგარი ამბავია