“ბარსელონას” ესპანელმა ნახევარმცველმა, სერხიო ბუსკეტსმა, ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ ლიონელ მესის გოლები მისთვის გაკვირვების საგანი აღარაა. იტყობინება, Dailymail.co.uk.
“ჩვენთვის ბედნიერებაა ყოველდღე მასთან ერთად ვარჯიში. მესის უკვე 11 წელია ვიცნობ, ასე რომ მის გოლებს ნამდვილად შევეჩვიე. მოედანზე მას ჯერ არ გაუტანია გოლი, რომელიც ვარჯიშზე არ გვინახავს. ლეო ასევე იმეორებს გოლებს, რომლებიც გასულ სეზონებშიც აქვს გატანილი. ის უნიკალურია.” – განაცხადა, ბუსკეტსმა.

მაგარი კაცი ხარ ბუსი.იმინა იგროკი ხარ
ნანჩესტერთან მაღალ დონეზე უნდა ითამაშო ბუსკე
მართალი ხარ ბუსი მარა ერთ გოლს მაინც გაიტანს ისეთ რო გამოაშტერებს ადამიანს