“ბარსელონას” პრეზიდენტს, ჟოზეპ ბართომეუს, ანტუან გრიზმანის შესახებ შეკითხვა დაუსვეს.
“არა, ვერ გიპასუხებთ. “ბარსელონაში”, სეზონის ამ მონაკვეთში, ფეხბურთელებზე არ ვსაუბრობთ, მითუმეტეს, სხვა კლუბის ფეხბურთელებზე. ამის დრო ზაფხულში იქნება”. – თქვა მან.
პრეზიდენტმა სეზონის გადამწყვეტ ნაწილში კლუბის მოახლოებულ თამაშებზეც გააკეთა კომენტარი.
“გუნდმა მოგებათა სერია არ უნდა შეწყვიტოს. მნიშვნელოვანი მატჩები ლა ლიგაშიც დარჩა, “მანჩესტერთან” დაპირისპირება კი ძალიან რთული იქნება”.

დამთავრებული ბაზარია გრიზმანის თემა მესიმაც თქვა რო შტევა არაა ბარსას პრობლემაო
გრიზმანი ჩემი აზრით გადაგდებული თემაა უკვე