წარმოგიდგენთ “ბარსელონას” ნახევარმცეველის, ივან რაკიტიჩის საინტერესო ინტერვიუს.
“ბარსელონაში” 4 ძალიან კარგი წელი გავატარე, საუკეთესო კლუბის ნაწილი ვარ და ამით ვამაყობ. ფეხბურთი ძალიან მიყვარს. ეს არასდროს მომბეზრდება. ეს სპორტი თავისი ერთფეროვანი რუტინით გამოირჩევა – ვარჯიში და მოგზაურობა, მაგრამ მე მაინც მიყვარს ის. როცა ეს სიყვარული გაქრება კარიერას დავამთავრებ.”
”შესანიშნავი გრძნობაა ფეხბურთის ყოველ დღე თამაში, როცა აკეთებ იმას რაც გიყვარს, ცდილობ დღითიდღე გაუმჯობესდე. ჩემთვის ფეხბურთი არასდროს ყოფილა სამუშაო.”
“თუმცა, აქ თამაში დიდი პასუხისმგებლობაა. ხალხი ყოველთვის შენ გიყურებს. ამის მიუხედავად, სიამოვნება უნდა მიიღო იმისგან რასაც აკეთებ და ისევ ის ბიჭი იყო, რომელმაც ფეხბურთის თამაში დიდი ოცნებებით დაიწყო.”
”გაგვიმართლა, რომ საუკეთესო მოთამაშე თამაშობს ჩვენს კლუბში.”
”როგორც მოთამაშე, ისეთ ადამიანად უნდა დარჩე, როგორც დაიწყე – უბრალო ბიჭი, რომელმაც ყველაფერი შვეიცარიაში დაიწყო. ვთვლი, რომ ამას ვახერხებ. რა თქმა უნდა, ყველა მოთამაშე განსხვავებულია, მაგრამ ვცდილობ ყველას ერთნაირად მოვექცე, დაწყებული დარაჯიდან, დამთავრებული მესით.”
ხორვატმა 2015 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი გაიხსენა: ”ბევრ ენას ვფლობ, მაგრამ 2015 წლის ლიგის ფინალი შეუძლებელია სიტყვებით აღწერო, ეს უბრალოდ შეუძლებელია. ამ დროს გინდა ყველა “ბარსელონას” ფანს ჩაეხუტო. ვეცდებით ეს მიღწევა კიდევ გავიმეოროთ. მე მჯერა ამის.”
რაკიტიჩმა ხორვატიის ნაკრებზეც ისაუბრა: “ხორვატიის ფინალში გასვლა? ეს მოულოდნელი რამ იყო. ოცნება ამიხდა. რუსეთის ტურნირიდან გამოგდება პენალტბის სერიით? ამ დროს ჩემს ცოლსა და შვილებზე ვფიქრობდი. მე უბრალოდ ჩემი 3 და 5 წლის შვილები წარმოვიდგინე. წარმოვიდგინე, რომ ისინი ბედნიერები იყვნენ, ეს კი იმას ნიშნავს, რომ მეც ბედნიერი ვიყავი.”
”ყველა მოისურვებდა 20 ლა მასიელი ფეხბურთელის ყოლას, მაგრამ ეს თითქმის შეუძლებელია, მათ შესანიშნავი თაობა ჰყავდათ: პიკე, ჩავი, მესი, ინიესტა, ვალდესი, ბუსკეტსი… მაგრამ ეს ასე ხშირად არ ხდება.”
“ვიმედოვნებ, რომ ფეხბურთს 41 წლამდე ვითამაშებ. ახლა თავს იდეალურად ვგრძნობ.” – განაცხადა ივან რაკიტიჩმა.




რაკი ყოველ მატჩში ამტკიცებს რომ ღირსია რომ ბარსას მაისურით 2 წელი კვლავ ჩაატაროს
რაკეტა საუკეთესო ნახევარმცველია და ყოველთვის აკეთებს მაქსიმუმს! ის ყველასგან განსხვავებულია, სტაბილური და ნერვების მოთოკვა შეუძლია! 41 წელი კარგი განაცხადი იყო, მომეწონა
❤
(და კიდევ რა დაუნახაობა და განუკითხაობაა რაკიტიჩის მიმართ კომენტარებში, ასე არ შეიძლება! ფეხბურთელის შრომა უნდა დავაფასოდ)
არადა 30 ის იქნება თუ 41 ის არაფერი შეიცვლება. სისწრაფე ისედაც არ აქვს და რა დააკლდება 😀 ბუსიც შეძლებს კაი 35 წლამდე თამაშს და ესეც
აუ შენ თუ 41 წლამდე აქ აპირებ დარჩენას კარგად გვქონია საქმე 30 წლისა დამძორდი და 41 წლის რა იქნები :დდდდდ პიროვნულად არაფერს ვერჩი რაკეტას ძაან მაგარი პიროვნებაა და ვაფასებ მის გაწეულ სამუშაოს ოღონდ 2015 წლის სამუშაოს <3 <3 მარა არაა ბარსას ცენტრში სათამაშებელი და რა გავაკეთო