მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ესპანიოლმა” პიკეს უპასუხა

“ესპანიოლმა” პიკეს უპასუხა

“ბარსელონას” ცენტრალურმა მცველმა, ჟერარ პიკემ იუმორისტულ გადაცემაში მიიღო მონაწილეობა. ესპანელის ერთ-ერთი ხუმრობა ასეთი იყო: “რამდენად მდიდარი ვარ? მე “ესპანიოლის” ბიუჯეტზე მეტი ფული მაქვს.” ამაზე “ესპანიოლმა” ოფიციალური განცხადება გააკეთა.

“ჩვენი ფანები. გუნდი, რომელიც ყოველ დღე ბოლომდე იხარჯება. 119-წლიანი ისტორია. 21-ე წუთი. აკადემია. მეტოქეების პატივისცემა. ლურჯ-თეთრი გული – ესენი ჩვენი ღირებულებებია, რომლებიც ევროში არ იზომება.” – ასე უპასუხა “ესპანიოლმა” ჟერარ პიკეს.

შეგასენებთ, რომ 21-ე წუთზე “ესპანიოლის” ყოფილ კაპიტანს, დანი ხარკეს აგებენ პატივს, რომელიც 2009 წელს გულის შეტევით გარდაიცვალა. ის ასევე “ბარსელონას” ლეგენდარული ნახევარმცველის, ანდრეს ინიესტას კარგი მეგობარი იყო.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (4)

  • Joan Gamper
    schedule 30 მარ 2019, 01:51

    ციტატა: Wtf man
    როგორც შეგვარცხვინა მაგ ქალაჩუნამ ტფუი მაგის კაცობას


    ნწ ნწ აბა

  • M10 S9 D11
    schedule 29 მარ 2019, 23:20

    რომელ ღირსებაზე ლაპარაკობენ ეს რეალის უკანალის მიმცემები

  • Bola
    schedule 29 მარ 2019, 23:18

    აიიი ესპანიოლზე გადავლას არასდროს გავამტყუნებ.. რეალზე კიდე ვიტყვი პატივი ეცითთქო მარაა აიიი ეს არის ნაგავზე ნაგავი გუნდი. 119 წელია იმისთვის არსებობთ რომ ბარსელონას ქულები წაართვათ. 21 წუთი არავის ეცოდინებოდა ბარსელონას ფეხბურთელს რომ იმხელა პატივისცემა არ გამოევლინდა მსოფლიო ფინალში. ეგ ფანები ისენი არიან პიკეს ცოლს რომ გამოუფინეს ბანერიი…შაკირა ყველასიაოო… ასე როოო პიკემ დღე და ღამე რო დაცინოს ესპანიოლს მაინც არ დავძრახავ. ხვალ დაჩეხავენ კარგად ამას და ფრთხილად უნდა იყოს … ესპანიოლიც ფრთხილად უნდა იყოს… ეს გოლის გატანას მოინდომებს.

  • philipe coutinho
    schedule 29 მარ 2019, 22:13

    და მაინც პიკე არამარტო ევროებით ტიტულებითაც თქვენზე მდიდარია 😀