მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ერთი თვე, რომელიც ფილიპე კოუტინიოს მომავალს გადაწყვეტს

ერთი თვე, რომელიც ფილიპე კოუტინიოს მომავალს გადაწყვეტს

ფილიპე კოუტინიოს მდგომარეობა “ბარსელონაში” სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. ბრაზილიელმა ფეხბურთელმა საკუთარი თამაშის დამსახურებით, ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა და გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის, შესაძლოა, ინგლისში დაბრუნდეს. 

“ბარსას” და კოუტინიოს წარმომადგენლები ერთმანეთს შეხვდნენ. მათ ტრანსფერზე არ უსაუბრიათ, თუმცა, ფეხბურთელის ფორმა განიხილეს. კიდევ ერთი შეხვედრა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალების შემდეგ შედგება, რის შემდეგაც, წესით, მის მომავალთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება უნდა გახდეს ცნობილი. 

კოუტინიოს შესაძლებლობებში “ბარსელონას” ხელმძღვანელებს ეჭვი არ ეპარებათ, მაგრამ ბრაზილიელი საუკეთესო ფორმისგან უკვე დიდი ხანია, შორს არის, რაც კატალონიელებს აფიქრებთ. თანაც, ბოლო დროს თამაში უსმან დემბელემ გააუმჯობესა, რომელიც ერნესტო ვალვერდეს სქემაში სწორედ ფილიპეს ადგილს იკავებს და ტრავმის მოშუშების შემდეგ, თუ სიტუაცია არ შეიცვალა, სასტარტო შემადგენლობის ძირითადი წევრი ის იქნება. 

ფრანგის გამოჯანმრთელებამდე კი, ანუ მომდევნო ერთი თვის განმავლობაში, კოუტინიოს კიდევ ერთი შანსი ექნება. ამ პერიოდში მან თავი აუცილებლად უნდა გამოიჩინოს, თორემ, მიუხედავად იმისა, რომ კლუბი მის გაშვებაზე ახლა არ ფიქრობს (ყოველ შემთხვევაში, გავლენიანი Sport-ის ინფორმაციით ეს ასეა), მისი შეძენა არაერთ ევროპულ კლუბს სურს და თუ 26 წლის შემტევი არ მოუმატებს, “ბარსელონა” იძულებული გახდება, მის გაშვებაზე და ფინანსური სარგებლის მიღებაზე იფიქროს. 

“ბარსამ” კოუტინიოში 120 მილიონი ევრო გადაიხადა, ბონუსების სახით კი “ლივერპულს” 40 მილიონი ერგო. ის კლუბის ისტორიაში ყველაზე ძვირიანი შენაძენია და თავდაპირველად ანდრეს ინიესტას შემცვლელად განიხილებოდა, შემდეგ კი ნახევარდაცვიდან შეტევაში გადაინაცვლა და მესის და სუარესის გვერდით აღმოჩნდა, აქ თამაში კი, როგორც ვნახეთ, ისეთ დონეზე არ გამოუვიდა, რაც დამაკმაყოფილებელი იქნებოდა.  

ასე რომ, მომდევნო ერთ თვეში ფილიპე კოუტინიოს მნიშვნელოვანი გამოცდა ელის. თუ კატალონიურ Sport-ს დავუჯერებთ, ყველაფრის მიუხედავად, “ბარსელონას” სამწვრთნელო შტაბი მაინც იმედიანად არის განწყობილი. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (25)

  • BARCAMAN10
    schedule 24 მარ 2019, 11:55

    მერე დააყენეთ ინის ადგილას თქვე *როჭებო

  • messi and iniesta
    schedule 24 მარ 2019, 01:45

    ბარო ზმებს დიდი კაუზის მერე დავბრუნდი

  • carlesa
    schedule 23 მარ 2019, 10:02

    ციტატა: anireal80
    ოქროს ბურთი კოუტინიოსო :)) ერთ ერთი საუკეთესო მარგალიტია რაც კი წამიკითხია ბარსამანიაზე :)))

    ციტატა: lado-barca
    გოოოლ არგენტინაა


    ყველა დროის საუკეთესო მარგალიტი ხარ ლადო :))) ფენომენი ხარ შენნაირს ისევ ბარსამანიაზე თუ ვიპოვი :))))) არგენტინას კი არაფერი ეშველება ვენესუელასთან რომ უშანსოდ წააგებ :)))


    sheni putanka pirshi chavde me.. she cameti wlis manikuriani bozis gadebulo.

  • cezo45
    schedule 23 მარ 2019, 09:37

    კოუტინიო არარის გასაშვები ყველა ფეხბურთელს აქვს ასეთი მო.ენტი რომ ამოვარდება უცებ ფორმიდან ამის მიზეზი ბევრი რამ შეიძლება იყოს მაგალითად ოჯახური ან პირადი პრობლემები,ასე უცებ კოუტინიოს და 150 მილიონის ჩამოწერა არ შეიძლება..წელს ბარსელონა ამიტომაც არის კარგ ფორმაში ყველა ტურნირზე თანაბრად იბრძვის ტიტულისთვის იმიტომ რომ გუნდში ჯანსაღი კონკურენცია დაცვაში ბიჭები ყველაფერს აკეთებენ რო ძირითადში მოხვდენ ვინ იფიქრებდა ლენგლე ასე მოუმატებდა და უმტიტის ძირითადიდან ამოაგდებდა იგივე ნახევარდაცვაში და თავდასხმაშიც კოუტინიო დემბელეს კონკურენციამ აიძულა დემბელეს რო ეთამაშა უკეთ თორე დემბელეზეც მაგას ვიძახდით თავიდან რო გასაშევებიაო.მოკლედ სეზონი ჯერ წინაა ბარსა სამივე ტურნირზე ასპარეზობს და ყველა ფეხბურთელს ექნება შანსი პირიქით ეს ჯანსაღი კონკურენცია კარგია გუნდში..

  • LashaBarca
    schedule 23 მარ 2019, 07:48

    იმედია კოუ დაამტკიცებს თავის შესაძლებლობებს