მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბუსკეტსი: მესის გუნდში ყოფნა ჩემპიონთა ლიგის მოგების გარანტიას არ იძლევა

ბუსკეტსი: მესის გუნდში ყოფნა ჩემპიონთა ლიგის მოგების გარანტიას არ იძლევა

“ბარსელონას” საყრდენმა ნახევარმცველმა, სერხიო ბუსკეტსმა ლიონელ მესიზე ისაუბარა. მისი თქმით, არგენტინელი საუკეთესოა, მაგრამ მესის გუნდში ყოფნა ჩემპიონთა ლიგის მოგების გარანტიას არ იძლევა.

“იმდენ ტიტულს იგებ, რამდენსაც იმსახურებ. ჩვენ გუნდში მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშე გვყავს, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის მოგება გვიჭირს. კლუბში ასეთი ფეხბურთელის ყოლაც კი არ გაძლევს ამ ტიტულის მოგების გარანტიას.”

“ჩემთვის, ლეო საუკეთესოა. ის ბევრად უფრო სრულყოფილი ფეხბურთელია, ვიდრე კრიშტიანუ. მესი თამაშში უფრო მეტადაა ჩართული და ისეთ რაღაცეებს აკეთებს, რაც არავის გამოსდის. თუმცა რონალდუ შესანიშნავი მოთამაშეა. ჩვენ ყველა ვხედავთ მის შესაძლებლობებს. პორტუგალიელი, შესაძლოა, ისე არ თამაშობდეს, როგორც მესი, მაგრამ როგორც გოლეადორი, ის ნამდვილად ერთ-ერთი საუკეთესოა.” – ციტირებს სერხიო ბუსკეტსის სიტყვებს El Mundo.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (6)

  • Ikks
    schedule 22 მარ 2019, 22:49

    ციტატა: Lawless
    რაღაც მომენტში მართალია ბუსი. დღეს ერთი კაცი ვეღარ იგებს თამაშებს როგორც ძველად. შენი ინდივიდუალიზმი და საშემსრულებლო ოსტატობა, ბევრს არ ნიშნავს თუ გვერდში არ დაგიდგნენ შენი გუნდელები. დღეს ფეხბურთს კოლეგიალური და ჯგუფური ძალიახმევით თუ მოიგებ. მაგრამ როცა ჯგუფური ძალისხმევით ვერ ვაღწევთ სასურველ მიზანს, საქმეში ერთვება ინდივიდი. და ეს ინდივიდი უმეტეს წილად ლეოა.


    დღეს ერთ კაცს შეუძლია თამაშები მოიგოს, მაგრამ ტიტულებს გუნდები იგებენ ))

  • M10 S9 D11
    schedule 22 მარ 2019, 22:49

    მართალი ხარ ბუსი ერთი კაცი ვერ მოიგებს ტურნირს გუნდი უნდა მიეხმაროს და მესი ყველაფერს გააკეთებს რო ლიგის თასი კამპ ნოუზე დაბრუნდეს

  • Lawless
    schedule 22 მარ 2019, 22:02

    რაღაც მომენტში მართალია ბუსი. დღეს ერთი კაცი ვეღარ იგებს თამაშებს როგორც ძველად. შენი ინდივიდუალიზმი და საშემსრულებლო ოსტატობა, ბევრს არ ნიშნავს თუ გვერდში არ დაგიდგნენ შენი გუნდელები. დღეს ფეხბურთს კოლეგიალური და ჯგუფური ძალიახმევით თუ მოიგებ. მაგრამ როცა ჯგუფური ძალისხმევით ვერ ვაღწევთ სასურველ მიზანს, საქმეში ერთვება ინდივიდი. და ეს ინდივიდი უმეტეს წილად ლეოა.

  • romani23
    schedule 22 მარ 2019, 21:46

    მართალს ღაღადებ ბუსკა. გარანტიას მესი კი არა …სადაზღვეო პოლისი ან საგარანტიო ტალონი იძლევა მაგრამ სად უნდა აიღო ან მიიღო…???. smile

  • bergkamp
    schedule 22 მარ 2019, 21:20

    მართალი ხარ ბუს, თუ ლიგის მოგება გვინდა, თიოეულმა ფეხბურთელმა მაქსიმუმი უნდა დადოთ. საუკეთესო თამაშს ველით ყველა კულე თქვენი მონაწილეონით, დარჩენილ თამაშებში

  • ķaxibarcelona
    schedule 22 მარ 2019, 21:16

    რა იყო ადმინ ახლა ეს სტატიაა რას ემსახურებოდა?