დღეს, ევრო 2020-ის შესარჩევი ეტაპი დაიწყო. როტერდამში, ერთმანეთს ჰოლანდიის და ბელარუსის ეროვნული გუნდები დაუპირისპირდნენ. მასპინძელთა რიგებში, შეხვედრაში მონაწილეობა “ბარსელონას” მეკარემ, იასპერ სილესენმა და მომავალმა ფეხბურთელმა, ფრენკი დე იონგმა მიიღეს.
სილესენს საქმე ნაკლებად ჰქონდა. მან ბურთი ერთხელ მოიგერია, დე იონგი კი ბურთის კონტროლსა და შეტევების ორგანიზებაში აქტიურ მონაწილეობას იღებდა.
მატჩი 4-0 დასრულდა. ჰოლანდიელები პირველივე წუთზე მემფის დეპაიმ დააწინაურა. მან 55-ე წუთზე კიდევ გაიტანა, იქამდე კი, პირველ ტაიმში ჯორჯინიო ვეინალდუმმა შეაგდო. საბოლოო ანგარიში 86-ე წუთზე ვირჯილ ვან დეიკმა დააფიქსირა.




გადაუარეს დე იონგმა მაგრად ითამაშა <3
ძაან კლასნი იყო ფრენკი <3
ჰოლანდია კიდე ტურნირის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია <3