ჟოზე მოურინიომ ლიონელ მესიზე და კრიშტიანუ რონალდუზე ისაუბრა. პორტუგალიალის თქმით ისინი ერთმანეთს მოტივაციას აძლევენ.
“ჩემი აზრით, მათ გაუმართლათ და ამავდროულად არ გაუმართლათ, რომ ერთ ეპოქაში თამაშობენ. ამის დადებითი მხარე ისაა, რომ ისინი ერთმანეთს პირდაპირ კონკურენციას უწევენ. როდესაც ერთი მეორის თამაშს უყურებს, დამატებით მოტივაციას იძენს. თუმცა, ისინი სხვა და სხვა ეპოქაში რომ თამაშობდნენ, თითოს ალბათ უკვე 10 ოქროს ბუცი ექნებოდა. მათ უნდა მიბაძონ ახალგაზრდა ფეხბურთელებმა, რომლებსაც მე “პატარა მონსტრებს” ვეძახი. მესისა და რონალდუს დონე იმდენად მაღალია, რომ მბაპეს, გრიზმანსა და ნეიმარს უდიდესი მოტივაცია უნდა ჰქონდეთ. სამწუხაროდ ისინი სამუდამოდ ვერ ითამაშებენ.” – ციტირებს მოურინიოს სიტყვებს beIN SPORTS.




კი, თუ რონალდინიოს გზას არ გაყვა.
Egeto mattlali rodos tqvi bolpd
როგორ ამბობდნენ ლეოს და რონის შემდეგ უკონკურენტო ნეიმარი იქნებაო?
მბაპემ ჩაუქროლა და შეიძლება ვინიციუსმაც გადაასწროს საუკეთესოს წოდებაში ჯერ სულ რაღაც 20 და 18 არიან
გამართლებით თუ ვინმეს არ გაუმართლა ეს რონალდოა და არა მესი