“ბარსელონას” ახალი შენაძენის, ფრენკი დე იონგის დედა თავის შვილზე საუბრობს. მისი თქმით, ასეთ დიდ კლუბში გადასვლის მიუხედავად ფრენკი მაინც ჩვეულებრივ ბიჭად დარჩება.
“ფრენკი მშვიდი ადამიანია. ის დაუფიქრებლად გადაწყვეტილებებს არ იღებს. მე მისით ვამაყობ. “ბარსელონაში” გადასვლის მიუხედავად ის ჩვეულებრივ ბიჭად დარჩება.”
“ჩემი შვილი გადაწყვეტილებებს ფინანსური სარგებლის გამო არ იღებს. ის ბევრს ფიქრობს სანამ ასეთ ნაბიჯს გადადგამს. მნიშვნელოვანია, რომ ის კარგი ფეხბურთელია, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი ისაა, რომ ფრენკი კარგი ადამიანია. ჩვენ მას ვზრდიდით, როგორც მშვიდ და თავმდაბალ ადამიანს.”
მისი თქმით ფრენკისთან საუბარი ტატუებზეც ჰქონდა: “ბევრ ფეხბურთელს აქვს ტატუ, მაგრამ მე ფრენკის ვუთხარი, რომ სიბერეში სვირინგები ასე ლამაზად აღარ გამოჩნდებოდა. მას კი გაეცინა და მიპასუხა: “არავითარი სურვილი არ მაქვს მათი გაკეთების.” – ციტირებს ჰოლანდიელის დედის სიტყვებს Marca.

ეს ბუსკეცი და არტური ნებისმიერი გუნდის ცენტრს გადაუვლიან
მომავალი ბარსა თუ მეიმედება ამისა,შტეგენისა და არტურის იმედით.რაც შეეხება კოუს და დემბელეს,ვიცი რომ გუნდის უცვლელი წევრები გახდებიან სულ მალე
ყველა შეხებაზე ეტყობა კლასი. ჩვეულებრივ პასსაც ელეგანტურად აკეთებს. ინიესტას ფეხია
ბიჭო თითქოს ეტყობა რო დონეაა რაა… აიი იმენა დასტოინი ტიპიაა.. კლასი იგრძნობა მის თვალებში :დ
ოქროს ბიჭუნაა ფრენკი ოქროსი