“ბარსელონას” მეკარემ, “ბილბაოსთან” გუშინ გამართული მატჩის გმირმა, მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა ბასკელებთან შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
“შესაძლოა, ჩვენ მჭიდრო სათამაშო გრაფიკის გამო დავიღალეთ. ახლა რამდენიმე დღით დასვენება შეგვიძლია. საერთოდ თებერვალი – დატვირთული თვის თვალსაზრისით ძალიან დაძაბულია, ბევრი მატჩია.
მცირე შესვენების შემდეგ ჩვენ თამაშის მომატებაზე უნდა ვკონცენტრირდეთ. ჩვენ ყოველთვის გვაქვს რაღაც გასაუმჯობესებელი. ახლა იმაზე ფიქრი გვმართებს, თუ რა გავაკეთეთ არასწორად და როგორ გამოვასწოროთ ეს.
არ ვარ დარწმუნებული, რომ დღეს მე გუნდის საუკეთესო მოთამაშე ვიყავი, მაგრამ ყოველთვის მთელი ძალებით ვცდილობ. ჩვენ კარგად ვითამაშეთ დაცვაში.” – განაცხადა გერმანელმა.
რა თავმდაბალია ტიპი..
არ ხარ დარწმუნებული კიარა საუკეთესო იყავი..ერთადერთი ნათელი წერტილი <3 მსოფლიოში საუკეთესო კიპერი..
იშვიათად რომ მეკარეს თავისი გამორჩეული სტილი გააჩნდეს <3
მართალი ხარ შტეგო იმენა გადაწვა გუნდი ამ ქინძმა რისთვის მოუყვანეს მურილიო ბოატენგი აქეთ მალკომს შეუკიკინა კაროჩე რააა