მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ერნესტო ვალვერდე “ესპანიოლთან” მატჩის წინ

ერნესტო ვალვერდე “ესპანიოლთან” მატჩის წინ

“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ, “ესპანიოლთან” მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. 

“ცხრილში ჩვენს შორის დიდი სხვაობა არაა, თანაბარი დერბი იქნება. ასეთ მატჩებს უფრო გულით თამაშობენ, ვიდრე გონებით. 

“ჟირონასთან” სახლში წაგების მიუხედავად, “ესპანიოლი” კარგ ფორმაშია. მათ საკუთარ მოედანზე 5 გამარჯვება აქვთ და სირთულის გათვალისწინებით, ჩვენთვის 3 ქულის აღებას ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება. 

იმედი მაქვს, მოედანზე კარგი ატმოსფერო იქნება და ორივე მხარე პატივისცემას გამოავლენს. 

ვფიქრობ, სწრაფი მოქმედებებით ბევრი მომენტი შეიქმნება. თუ ასე მოხდება, ჩვენ ვისარგებლებთ. 

არა მგონია, მესის განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ. აქამდე, რუბის მხრიდან ფეხბურთელების აყვანის ტაქტიკა არ შემინიშნავს. 

სუარესი მკურნალობას ისევ აგრძელებს. ის შაბათს დაბრუნდება, თუმცა სიფრთხილე მაინც აუცილებელია”. – თქვა ვალვერდემ. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში