“ბარსელონას” ყოფილი ჰოლანდიელი ფეხბურთელი რონალდ დე ბური ამსტერდამის “აიაქსის” ამომავალ ვარსკვლავებს, ფრენკი დე იონგსა და მატიას დე ლიგტს კატალონიურ გუნდში გადასვლას ურჩევს.
დიდი ალბათობით, დე ლიგტი და დე იონგი, მომდევნო ზაფხულში, ჰოლანდიურ გუნდს დატოვებენ. მათი შეძენით არაერთი ევროპული გრანდია დაინტერესებული, მათ შორისაა “ბარსელონაც”. ცნობილია, რომ ფეხბურთელებს კარიერის კატალონიურ გუნდში გაგრძელება სურთ, მაგრამ “ბარსას” მდიდარი ევროპული კლუბებისთვის კონკურენციის გაწევა გაუჭირდება.
“დე ლიგტსა და დე იონგს “ბარსელონაში” გადასვლას ვურჩევ და არა პეპ გვარდიოლას “მანჩესტერ სიტიში”. “აიაქსისა” და “ბარსელონას” სათამაშო სტილი ერთმანეთს ჰგავს. ეს ფეხბურთელები ადაპტაციას სწრაფად გაივლიან. მათ “ბარსელონას” იმის გამოც ვურჩევ, რომ ეს გუნდი ჩემს გულშია.” – აცხადებს რონალდ დე ბური Cope-სთან საუბრისას.
ეგ ერთი, მეორე კიდე სიტი ახალგაზრდებისთვის კარგი გუნდი იქაამდე იქნება სადამდეც პეპია იქ. მაგას კიდე როდის მობეზრდება მანდ ყოფნა და როდის წავა არავინ იცის. თუ ძლიერი კონკურენტი გაუჩნდება გაიპარება, თუ არადა მობეზრდება. ანუ ნებისმიერ შემთხვევაში წავა. და მაგის წასვლა და სტილის სიკვდილი ერთი იქნება, დაერხევა დე იონგსაც და დე ლიხტსაც. დე ლიხტს საერთოდ რა კონკურენციაში უწევს ყოფნა, სტოუნზი რომელსაც მთელი ინგლისი მხარს უჭერს, ლაპორტ0 რომელიც პროგრესირებს, კაპიტანი კომპანი და ტოპ კლასი ოტამენდი. დაჟე ბარსაში არაა ეგეთი კონკურენცია. პიკე წავა სადაცაა და თავისუფლდება ადგილი ძირითადში. დე იონგს კიდე ჯერ რაკიტიჩი-ვიდალის წავლა გაუთავისუფლებს ადგილს და მერე ბუსის შეცვლის. დე ლიხტმა უნდა მოიცადოს 1 წლით მეტი, დე იონგი ეგრევე მოვიდეს ჯობია. არ მაქვს ბართომეუს იმედი მარა მაინც. დე ინოგი საყიდელია, დე ლიხტი იყიდონ და 1 წლით დატოვონ აიაქსში. მაგით 2 პოზიციას 10 წლით მოაგვარებთ.
იყიდეთ
დელიხტი და უმტიტი ძალიან მაგარი დუეტი უნდა იყოს,მაგრამ უმტიტის მაინც არ მოუშშებია ჩემი აზრით ტრავმა ბოლომდე და ხელს უშლის ჯერ კიდე,სემედო კიდე ვალოდიას ხელში ვერ გაიხარებს,ამიტომ მწვრნთელსაც თუ შეცვლიან კარგი იქნება
Au anris rogor ar gaumartla am monakoshi ra arada gulit vqomagob monakos anris xatrit