21 წლის ფრანგი ნახევარმცველი, ტანგი ნდომბელე, ძლიერი ევროპული კლუბების ინტერესის სფეროში რამდენიმე თვის წინ მოექცა. “ლიონის” ფეხბურთელმა სეზონი შესანიშნავად დაიწყო და გასაკვირი არაა, რომ ის “ბარსელონასაც” დაუკავშირეს.
გასაკვირი არც ისაა, რომ კატალონიელებს რამდენიმე სერიოზული კონკურენტი უკვე ჰყავთ და მოთამაშის გადმოსაბირებლად, მათზე უკეთესი შეთავაზების გაკეთება მოუწევთ.
ინგლისურ პრესაზე დაყრდნობით, Sport ავრცელებს ინფორმაციას, რომ ნდომბელეს შეძენა “ევერტონს” და “მანჩესტერ სიტისაც” სურთ. The Telegraph-ის ცნობით, პეპ გვარდიოლას გუნდი ფრანგებს 45 მილიონ ევროს შეთავაზებს.
ნდომბელეს “ლიონთან” კონტრაქტი 2023 წლამდე აკავშირებს.
ტანგი კი არა ტანკი უნდა გერქვას
Dembele da ndombele kai iaqneboda tan orive zangia
დიდი სიამოვნებით ვიხილავდი ამას ბარსაში