workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჟერარ პიკეს გუნდის ყიდვა და ტურნირის შექმნა სურს

ჟერარ პიკეს გუნდის ყიდვა და ტურნირის შექმნა სურს

“ბარსელონას” მცველს, ჟერარ პიკეს, ამბიციური გეგმები აქვს. L’Equipe-სთან ინტერვიუში, ის აცხადებს, რომ საფეხბურთო გუნდის ყიდვას და ახალი ტურნირის შექმნას აპირებს. 

“ჩვენს კომპანიას ორი პროექტი აქვს. ერთ-ერთი, გუნდის ყიდვაა. ბოდიში, მაგრამ ამაზე მეტს ვერაფერს ვიტყვი. მეორე კი ისაა, რომ დავაარსოთ ახალი ტურნირი, ან უკვე არსებული გამოვიყენოთ”. 

პიკეს კომპანიამ უკვე იყიდა ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საჩოგბურთო ტურნირი, დევისის თასი, რამაც საზოგადოების ნაწილის, მათ შორის, როჯერ ფედერერის უკმაყოფილება გამოიწვია. ფედერერმა პიკეს შეჯიბრის მისაკუთრება და მისი “პიკეს თასად” გადაქცევა დააბრალა. 

“ამაზე დროს არ დავკარგავ. “პიკეს თასის” შექმნა ნამდვილად არ მინდა, უბრალოდ მსურს, კარგი ტურნირი დავაარსო. ამას მოწინააღმდეგეებიც ყავს და მომხრეებიც, მაგალითად, რაფაელ ნადალი და სხვები”. – ამბობს პიკე. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (3)

  • Mns007
    schedule 24 ნოე 2018, 14:21
    #3

    gaushvan es sanam normaluri fasi girs tore mzevdeba ukve

  • Anastasia13
    schedule 24 ნოე 2018, 05:38
    #2

    ატლეტიკო იყიდე :დდდ

  • sergio busquets5
    schedule 23 ნოე 2018, 23:44
    #1

    დაცვას მიხედე