მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
კარლეს ალენია: სიჩქარე საჭირო არაა

კარლეს ალენია: სიჩქარე საჭირო არაა

“ბარსელონას” აკადემიის აღზრდილი კარლეს ალენია, რომლისთვისაც მიმდინარე სეზონი ძირითადი გუნდის წევრის რანგში პირველია, კლუბში თავის მდგომარეობაზე საუბრობს. 

“სამი თვე, რომელიც ტრავმის გამო გამოვტოვე, საშინელი იყო. თუმცა, ამან გამაძლიერა. ანდრეს ინიესტამ გამამხნევებელი წერილი გამომიგზავნა, ერნესტო ვალვერდემ კი ოპერაციის გაკეთებისთანავე მიკითხა. მან მითხრა, რომ ტრავმის გამო ჩემს დაწინაურებას არ გადაიფიქრებდა და ამან დამამშვიდა. 

“სათამაშო დროის მისაღებად ბარსას” ჩემთვის იჯარით გაშვება არ შემოუთავაზებია, ზამთარში არ წავალ. ბოლოს და ბოლოს, ეს ჩემი პირველი წელია. 

სიჩქარის საჭიროება არ არსებობს. სერჟი რობერტოს, ინიესტას და ჩავის მსგავსად, მოთმინება უნდა გამოვიჩინო. პირველ გუნდში თამაშის მიღწევა დიდ შრომას და თავდადებას მოითხოვს, მაგრამ იქ 10 წლის გატარება კიდევ უფრო რთულია”. – აცხადებს ალენია. 

კარლესი “ლა მასიას” 2005 წელს შეუერთდა, პირველ გუნდში კი დებიუტი 2016 წელს ჰქონდა. ახლა, ის 20 წლისაა. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (3)