მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ვალვერდე: “ინტერი” მამაცი გუნდია, რომელსაც გამარჯვებულის მენტალიტეტი აქვს”

ვალვერდე: “ინტერი” მამაცი გუნდია, რომელსაც გამარჯვებულის მენტალიტეტი აქვს”

კატალონიის “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ მილანის “ინტერთან” გასამართი მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა, სადაც მომავალ მეტოქეზე ისაუბრა.

“მოახლოებული მატჩისთვის ვემზადებით და სხვა არაფერზე ვფიქრობთ. რა თქმა უნდა, ჩვენი სურვილია 1/8 ფინალის საგზური, რაც შეიძლება მალე გავინაღდოთ, თუმცა ჯერ არცერთ გუნდს არ აქვს პლეი-ოფში ადგილი გარანტირებული.

ხვალინდელი მატჩი იქნება მსგავსი “ინტერის” მიერ სერია ა-ში ჩატარებული შეხვედრებისა – ინტენსიური თამაში და ნამდვილი ბრძოლა. ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ, შევეცდებით მეტოქეს ჩვენი თამაში მოვახვიოთ ირგვლივ და სწორედ ამის წყალობით შევაჩეროთ. ანალოგიურად, მეტოქეც თავისი ფეხბურთის თამაშს შეეცდება.

მე მომწონს “ინტერი”, იმიტომ, რომ ის მამაცი გუნდია. მათ აქვთ გეგმა და მათი მიზანი მისი შესრულება იქნება. ისინი არასდროს მიდიან რისკზე, თუმცა მათ ნამდვილი გამარჯვებულის მენტალიტეტი აქვთ, რომელსაც მათთვის წარმატება მოაქვს.” – განაცხადა კატალონიელთა დამრიგებელმა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (1)

  • neo222
    schedule 06 ნოე 2018, 10:45

    Valiko midi AR daindo meore tamashic mouge 😉