“ბარსელონას” ნახევარმცველი, ივან რაკიტიჩი მიიჩნევს, რომ “რაიოსთან” შესრულებული ქამბექი გუნდს გაერთიანებაში დაეხმარება.
“თავიდან არ გაგვიმართლა, მაგრამ მეტოქის გოლებზე სწორი რეაქცია გამოვავლინეთ. მათ წნეხს გავუძელით და უფრო ჭკვიანურად ვიმოქმედეთ. ასეთი გამარჯვებები გუნდს აძლიერებს.
კარგი იქნება, თუ სუარესი ასე გააგრძელებს. მალე მესიც დაბრუნდება და იმედია, ისინი კიდევ ბევრ გოლს გაიტანენ”. – ციტირებს რაკიტიჩის სიტყვებს Marca.



