“რაიოსთან” მატჩის შემდეგ, ჟურნალისტებთან არტურო ვიდალმაც ისაუბრა, რომელიც შეხვედრაში მეორე ტაიმში ჩაერთო.
“რთული მატჩი იყო. თამაშის ბედის ჩვენს სასარგებლოდ შემოტრიალებისთვის სულით და გულით მონდომება იყო საჭირო, “ბარსას” კი ეს გამოუვიდა. სახლში გამარჯვებით ბედნიერი და დამშვიდებულები ვბრუნდებით.
პირადად მე, კმაყოფილი ვარ. “რეალთან” გოლმა თავდაჯერება შემმატა, რომ მეტი სათამაშო დროის მისაღებად ვიბრძოლო. მინდა, მწვრთნელს ჩემი იმედიც ჰქონდეს”. – განაცხადა ვიდალმა.



ქერა მაინც ყოფილიყავი გათამაშებდა
ძაან მაგარი კაცია ვიდალი, როგორ ეტყობა რომ ყველა ბურთზე ცხოველივით იბრძვის. პირადად მე რაკიტიჩს მირჩევნია და ეს ბუსი არტური ცენტრში ძაან კაი იქნება
როგორც იქნა, სკამზე ისეთი ხალხი გვყავს ვისი შემოსვლითაც გუნდი არ სუსტდება