სამ დღეში, “ბარსელონა” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-4 ტურის მატჩის ჩასატარებლად მილანს ეწვევა. იქამდე კი კატალონიელთა სკაუტები “სან სიროზე” “ინტერის” მატჩს დაესწრებიან. მათი ინტერესის საგანი “ჯენოას” პოლონელი ფორვარდი, კშიშტოფ პიონტეკია.
პიონტეკმა სერია ა-ში თავისი სადებიუტო სეზონი შესანიშნავად დაიწყო, ბომბარდირთა დავის სათავეში მოექცა და გრანდებისგან ინტერესიც დაიმსახურა.
აღსანიშნავია, რომ პოლონელი “ინტერთან” ძირითად შემადგენლობაში ვერ მოხვდა. სავარაუდოდ, მას მოედანზე მეორე ტაიმში ვიხილავთ.




კრისტოფ პიატეკია სწორი რა ვერ გაიგეთ?
არ მგონია ეს ჩვენ გამოგვადგეს