ლა ლიგის მე-10 ტურში, “ბარსელონამ” მადრიდის “რეალი” დიდი სხვაობით დაამარცხა.
ანგარიში მატჩის დასაწყისში, ფილიპე კოუტინიომ გახსნა, 30-ე წუთზე კი სტუმართა კარში დანიშნული პენალტი ლუის სუარესმა გამოიყენა.
მეორე ნახევრის სტარტზე, 50-ე წუთზე, მარსელომ სხვაობა შეამცირა. სიტუაცია დაიძაბა და მცირე პერიოდის განმავლობაში “რეალი” უპირატესობასაც ფლობდა, მაგრამ 75-ე წუთზე ურუგვაელი თავდამსხმელის მიერ გატანილმა მეორე გოლმა თამაშის ბედი გადაწყვიტა. “ბარსა” სრულ უპირატესობას დაეუფლა და დარჩენილ დროში კიდევ ორი გოლი გაიტანა. ჯერ, სუარესმა ჰეთ-თრიქი გაიფორმა, შემდეგ კი ცვლილებაზე გამოსულმა არტურო ვიდალმა ასევე ცვლილებაზე გამოსული უსმან დემბელეს პასით შეაგდო.
შედეგად, “ბარსელონა” ლიდერობას ინარჩუნებს. ერნესტო ვალვერდეს გუნდს 21 ქულა აქვს და მასთან ყველაზე ახლოს 19 ქულით მადრიდის “ატლეტიკოა”. ოთხეულში “ესპანიოლი” და “ალავესიც” არიან.




ლალიგას ძალების 3/4 ითაც მოვიგებთ ხოლმე და ლიგაზე ბოლომდე უნდა დავიხარჯოთ, კოპას წელს თუ ვერ დავდებთ არაუშავს
დაქალი, ვიტორ კაშაი
გილოცავთ ყველას! ეს ერთი და სხვა მრავალი!

წელს ბარსელონა ტრიპლეტს დადებს მე მჯერწ ამ ბარსელონას ყველა გუნდის დამარცხება შეუძლია ვისკა ბარსააა 😎🤗🤗🤗✌🏻✌🏻👌🏻👏🏻👏🏻👏🏻👏🏻👏🏻😍
რეალი დღეს დაქალთან დარჩა 😀 😀
ისე მთელმა გუნდმა კარგად ითამაშა ასე უნდა გავაგრძელოთ გილოცავთ ყველას
მეც გილოცავთ და ასე გვეთამაშოს მუდამ
Shemdeg matchshi dembo dziritadshi rafinia meored ar damanaxot
აუუ ისე მიხარია ეხაც გული გახეთქვაზეა❤️❤️🤗🤗🔵🔴ესაა ჩვენი ბარსაა აი ეს💙❤️და ახალი არაა რეალის კრუსუნი ელ-კლასიკოში😈😈😂მართლა გავანადგურეეთ🤫🤫🤫👀
არა ძმაო ვერ მოგვაკეტინა :დ უნდა წავიდეს ვალოდია :დ ბარსელონა რო რეალს ასეთ დღეში აგდებს ეს ვალვერდეს დამსახურება არაა :დ ეს წესიიააა ასეთი ვინც არ უნა იყოს მწვრთნელად :დ გუნდი ლამაზ ფეხბურთს არ თამაშობს და მაგას მე პირადად და მგონია რომ ბარსელონას ფანების უმრავლესობა ვერ შეეგუება ამას… ზუსტად ეგ განასხვავებს ბარსელონას სხვა გუნდებისგან რომ ის არამარტო ტრიპლეტებს იგებს.. ამ ტრიპლეტებს ლამაზი ფეხბურთით იგებს. მაგიტომაც ვგულშემატკივრობთ. წელს ვალიკოს არავინ გაუშვებს და სავსებით შესაძლებელია მართლა დაიდოს ტრიპლეტიც მაგრამ ჩემი აზრით ის არაა ბარსელონას დონის მწვრთნელი ან კაკ მინიმუმ მისი სტილის
ახლა სად ხართ სუარეზის მლანძღველები
ისე მთელმა გუნდმა კარგად ითამაშა ასე უნდა გავაგრძელოთ გილოცავთ ყველას
გილოცაავთ ყველააას ბარსააა <33
რეალმა ნოუკამპზე ჩადუდღნაა 😎
ბერნაბეუზეც უნდა ჩავახტეთ საკაიფოდ მეორე წრეში :))