“ბარსელონას” მარცხენა მცველი, ჟორდი ალბა ოთხშაბათს საიუბილეო მატჩს ჩაატარებს: “ინტერთან” დაპირისპირება ჩემპიონთა ლიგაზე მისთვის 50-ე თამაში იქნება.
31 მოგებით, 9 ფრით და 9 წაგებით, ალბას საკმაოდ კარგი მაჩვენებელი აქვს. მისი დებიუტი 2010/11 წლების სეზონში, “ბარსელონასთან” ერთად კი 2012 წლის 2 ოქტომბერს შედგა, როცა კატალონიელები “ბენფიკას” ეთამაშებოდნენ. ამის შემდეგ, მან ყველაზე მნიშვნელოვან საკლუბო ტურნირზე მოედანზე 4 117 წუთი გაატარა, 2 გოლი გაიტანა და 6 ასისტი შეასრულა.
ალბას ევროპა ლიგაზეც უთამაშია, რა თქმა უნდა “ვალენსიასთან” ერთად. აქ, მის ანგარიშზე 15 შეხვედრაა.



