“ბარსა”-“სევილიას” მატჩის დაწყებამდე, საკუთარი შეხვედრები ლა ლიგის ცხრილის სათავეში მყოფმა სხვა გუნდებმა გამართეს.
პირველი “ალავესი” იყო, რომელმაც გუშინ სტუმრად “სელტა” 1-0 დაამარცხა და გალიდერდა, დღეს კი მადრიდულმა გუნდებმა ითამაშეს.
“რეალი” “სანტიაგო ბერნაბეუზე” “ლევანტეს” დაუპირისპირდა. თამაში მოულოდნელად დაიწყო: ხოსე ლუის მორალესის და როხერ მარტის გოლებით, მე-13 წუთზე სტუმრები უკვე 2-0-ს იგებდნენ. ლოპეტეგის გუნდმა ვითარების გამოსწორება ვერ მოახერხა. “ბლანკოსმა” მხოლოდ ერთი გოლი გაქვითა, 71-ე წუთზე მარსელომ შეაგდო.
“ატლეტიკომ” მე-9 ტურის მატჩი გასვლაზე, “ვილიარეალთან” გამართა. უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, ანგარიში 51-ე წუთზე ფილიპე ლუისმა გახსნა, თუმცა მასპინძლებმა მალე გაათანაბრეს და შეხვედრა 1-1 დასრულდა.
შესაბამისად, ცენტრალური თამაშის წინ, პირველ ადგილზე ბასკები არიან. მათ 17 ქულა აქვთ, “ატლეტიკოს” 16, რეალს კი – 14. ამ წუთისთვის, “სევილია” 16 ქულით მეორე ადგილზეა, “ბარსა” კი, 15-ით, მეოთხეზე. ანდალუსიელების დამარცხების შემთხვევაში, კატალონიელები ლიდერობას დაიბრუნებენ.
Opaaa unda gamoviyenot aucileblad es shansi da movugot sevilias 2-0 kia mara 2 taimi winaa . Mesic agargvyavs da imedia svarkas ar gvachveneben