კატალონიის “ბარსელონას” ბრაზილიელი შემტევი ნახევარმცველი და გარემარბი, მალკომი ლონდონის “ტოტენჰემის” ინტერესთა სფეროში მოექცა.
ლონდონური კლუბი მზადაა 21 წლის ბრაზილიელის სანაცვლოდ “ლურჯ-ბროწეულისფრებს” 50 მილიონი ევრო გადაუხადოს.
მალკომი “ბარსელონაში” გასულ ზაფხულს “ბორდოდან”, 41 მილიონ ევროდ გადაბარგდა, მას კატალონიაში კარგი პერიოდი ნამდვილად არ უდგას სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობის გამო. “ბლაუგრანა” ამ დროისათვის მალკომის გასხვისების ვარიანტს არ განიხილავს.
მიმდინარე სეზონში, ოფიციალურ მატჩებში ახალგაზრდა ბრაზილიელმა მოედანზე მხოლოდ 27 წუთი დაჰყო. ისიც უნდა ითქვას, რომ მას ტრავმის გამო 3 კვირა გაუცდა.
“ტოტენჰემის” გარდა მალკომის სიტუაცის სხვა კლუბებიც აკვირდებიან. ბოლო დროს პრესაში მალკომის სახელთან ლონდონის “არსენალი” და მილანის “ინტერიც” ფიგურირებდნენ.




ერიკსენი გამოუშვან და შეიძლება ისე არც კი უნდა განიხილონ
ამ ბიჭის მჯერა. მარა ეს სლე ვალვერდე არ აძლევს შანსს
არაა ეს გასაშვები.მეტი დრო უნდა მიეცეს აუცილებლად!!!