ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში, “ბარსელონა” “უემბლიზე” “ტოტენჰემს” ეწვია. მატჩი, განსაკუთრებით მისი რამდენიმე წუთიანი ნაწილი, საკმაოდ რთული გამოდგა, თუმცა კატალონიელებმა გამარჯვების მოპოვება მაინც შეძლეს.
ერნესტო ვალვერდეს გუნდი თამაშის დაწყებისთანავე ფილიპე კოუტინიომ დააწინაურა, რასაც 28-ე წუთზე ივან რაკიტიჩის ულამაზესი გოლი მოყვა. მეორე ტაიმის სტარტზე სხვაობა ჰარი კეინმა შეამცირა, რასაც მალე გოლით ლეო მესიმ უპასუხა. მატჩში ინტრიგა 66-ე წუთზე დაბრუნდა, როცა “ბარსას” კარში ბურთი ერიკ ლამელამ შეაგდო, თუმცა ლონდონელებმა გათანაბრება ვერ მოახერხეს და 90 წუთზე კიდევ ერთი გოლი მიიღეს: საბოლოო ანგარიში, 2-4, “ბარსელონას” კაპიტანმა დააფიქსირა, რომელიც 5 გოლით ამ დროისთვის ტურნირის ბომბარდირია.
მომდევნო ტურში, 24 ოქტომბერს, “ბარსელონა” “ინტერს” უმასპინძლებს.



ზიზუს რეალს წააგავს ბარსა თითქოს,ლიგაზე სულ სხვა მოტივაციით არიან.
კარგია ეხლა ინტერიც უნდა დავამარცხოთ.
7 ოქტომბერს კაი განწყობით შეხვდებიან.ამოტენონ ეს დებილი ვალენსიაც რა
გააჩუმა არა ბენზემა გოლის მეტი არაფერი გაუკეთებია ვაფშე
ნეტა სულ გოლები გაიტანოს ხოლმე და სხვას აღარაფერს მოვთხოვთ!
ლიგაზე აშკარად კარგად გამოიყურებიან
დე ლიხტი მოსაყვანია აუცილებლად დაცვაში დომხალიააა !!!
არტური იყო ძალიან კარგი მეტი დრო მიცეს უნდა აუცილეად. ძალიან კარგად ფარავს ბურთს და ხავის ტრიალებიც მახსენდება. დღეს ბწვრჯერ შეინარჩუნა რთულ სიტუაციაში ბურთი და გამოჩნდა რაც შეუძლია მარა მეტი დრო ჭირდება აუცილებლად.
უმტიტი – დე ლიხტი დუეტში 😀
უმტიტის არ ყოფნა შეეტყო და პიკეს ასაკიც
დაცვაში დიდი დომფხალიზაციაა და რა ეშველება არ ვიცი