ცნობილ ჰოლანდიელ ფეხბურთელს, კლარენს ზეედორფი, რომელიც ახლა კამერუნის ნაკრების მწვრთნელია, The Best-ის დაჯილდოებაზე საუკეთესო სამეულში ლიონელ მესის არყოფნასთან დაკავშირებით შეკითხვა დაუსვეს. ზეედორფი FIFA-ს მიერ დასახელებულ კანდიდატებს დადებითად აფასებს, მაგრამ საუკეთესოდ მაინც “ბარსელონას” კაპიტანს თვლის.
“რა თქმა უნდა, რონალდუ, მოდრიჩი და სალაჰი სამეულში მოხვედრას იმსახურებდნენ. მათ შესანიშნავი სეზონი ჰქონდათ. რაც შეეხება მესის, ჩემთვის ის ნებისმიერ შემთხვევაში საუკეთესოა. შეიძლება, მის კარიერაში გამონაკლისი მოხდა, თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ არგენტინელი დაბრუნდება”. – ამბობს კლარენსი.




ერთი ლაიქი კი დაგიწერე, მაგრამ რომ შეიძლებოდეს 1 000 -ჯერ დავალაიქებდიი
ბრავოო
მესის საუკეთესოობისათვის საერთოდ არ ჭირდება რაიმე სამეულში ვინმეს გვერდით ყოფნა. პირიქით, სხვები ცდილობენ მესისთან მიახლოვებას აღიარებისათვის. მაგრამ „ნელა ზვიადი“!
ლიგა უეჭველი უნდა მოვიგოთ
Araushavs jer winaa yvelaferi
ოქროს ბურთიცაა?