ჟოზეპ ბართომეუს პრეზიდენტობის პერიოდში ყველაზე დიდ სკანდალს FIFA-ს სასჯელი, ერთი წლით “ბარსელონასთვის” ტრანსფერების აკრძალვა მოყვა. მიზეზი ის იყო, რომ კლუბმა აკადემიაში არასრულწლოვანი ფეხბურთელები არალეგალურად მიიღო.
მაშინ, ამ მოთამაშეებს ლა მასიის დატოვება და კარიერის გასაგრძელებლად სხვა კლუბის მოძებნა დაევალათ. ზოგმა მათგანმა დაბრუნება მალევე მოახერხა, ზოგმა კი თამაში სხვა კლუბში, სხვა ქვეყანაში ან საერთოდ სხვა კონტინენტზე გააგრძელა. საინტერესოა, სად არიან ისინი ამ შემთხვევიდან 4 წლის შემდეგ.

სუნგ-ვუ ლი
იმ პერიოდში, კორეელი აკადემიის ყველაზე პერსპექტიულ მოთამაშედ ითვლებოდა. ის ახლა 20 წლისაა და მეორე წელია, იტალიურ “ვერონაში” თამაშობს. სერია ა-დან გავარდნის მიუხედავად, მას ამ ზაფხულში გუნდი არ დაუტოვებია.

სუნგ-ჰო პაიკი
პაიკი ახლაც კატალონიაშია. მას “ჟირონასთან” 3 წლიანი კონტრაქტი აკავშირებს და ახლა ახალგაზრდული გუნდის წევრია.
ანდრე ონანა
22 წლის მეკარე ამ სიაში მყოფი ფეხბურთელებიდან უდავოდ ყველაზე წარმატებულია. ბოლო წლებში, ის “აიაქსის” და კამერუნის ნაკრების ღირსებას რეგულარულად იცავს.
მაქსი როლონი
არგენტინელმა “ბარსელონადან” გაშვების შემდეგ ევროპა დატოვა და “სანტოსს” მიაშურა, საიდანაც მალევე უკან, ესპანეთში დაბრუნდა და “ლუგოში” ჩაირიცხა, რომელიც ასევე მალე დატოვა. 2017 წლის დარჩენილი ნაწილი მან სამშობლოში, სარანდის “არსენალში” გაატარა, ბოლოს კი ჩილეში თამაშობდა.
იან კარლო პოვედა
პოვედა კატალონიიდან ინგლისში წავიდა. ახლა, ის “მანჩესტერ სიტის” 23 წლამდელთა გუნდშია.

პატრის სუსია
კამერუნელი კონტრაქტის ამოწურვამდე ბარსელონასთან ახლოს მყოფი ქალაქის გუნდში, “დამში” თამაშობდა, რის შემდეგაც ხელშეკრულება არავისთან გაუფორმებია.
ბობი ადეკანიე
19 წლის ადეკანიე “ლივერპულის” ახალგაზრდული გუნდის წევრია. მას ჯერ კიდევ უწინასწარმეტყველებენ დიდ მომავალს.

ტეო შენდრი
ფრანგი “ბარსელონადან” სამშობლოში, “ნანტში” გადავიდა, თუმცა ძირითად გუნდში არ დაუწინაურებიათ, მიუხედავად იმისა, რომ უკვე 22 წლისაა.
გიოლ-ჰი ჯანგი
გუნდის მესამე კორეელმა არც ისე დიდი დრო იჯარით საბერძნეთის ჩემპიონატში გაატარა, საიდანაც აზიაში დაბრუნდა და ახლა “პოჰანგ სტილერსის” ღირსებას იცავს.

ტაკეფუსა კუბო
ფეხბურთელი, რომელიც ახლაც ძალიან პერსპექტიულად მიიჩნევა, უკვე რამდენიმე წელია მშობლიურ იაპონიაში, კლუბ “ტოკიოში” თამაშობს. 17 წლის ასაკში, მას ძირითად გუნდში უკვე არაერთი შეხვედრა აქვს ჩატარებული.
კუბო უნდა დაიბრუნოს ბართომეუმ მაგის თამაშებს რო ვუყურე გამოვ*ლევდი