მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გარი ლინეკერი: ყველაფერი სამართლიანად რომ ყოფილიყო საუკეთესოს ჯილდოს მუდამ მესი მოიგებდა

გარი ლინეკერი: ყველაფერი სამართლიანად რომ ყოფილიყო საუკეთესოს ჯილდოს მუდამ მესი მოიგებდა

ინგლისის ეროვნული ნაკრების ყოფილი ფორვარდი, გარი ლინეკერი მიიჩნევს, რომ “ბარსას” ფორვარდი, ლიონელ მესი FIFA-ს საუკეთესო ფეხბურთელთა სამეულში უნდა მოხვედრილიყო.

“ამ სპორტში გარკვეული თითოეული ადამიანი აღიარებს, რომ მესი სამეულში მოხვედრას იმსახურებდა. “ბარსელონამ” ოქროს დუბლი არგენტინელის დახმარებით გაიფორმა.

ლეო ყოველ შეხვედრაში ახერხებს გოლის გატანას და მისი თამაშის სტილით მაყურებელს სიამოვნებას ანიჭებს.

პლეი-ოფის შეხვედრები არაპროგნოზირებადია და ამ ეტაპზე მოულოდნელი შედეგები ხშირად ფიქსირდება. მოთამაშეები საუკეთესოს პრიზით სამართლიანად რომ ჯილდოვდებოდნენ მას ყოველ ჯერზე მესი მოიგებდა.”-წერს ლინეკერი Twitter-ის გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ FIFA-ს სამეულში ლუკა მოდრიჩი, კრიშტიანუ რონალდუ და მოჰამედ სალაჰი მოხვდნენ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (3)

  • jaba1001
    schedule 05 სექ 2018, 20:02

    ლინეკერი მაგარი კაცია, საღად აზროვნებს და მებრძოლი ტიპია. ერთხელ თაბაშირიანი ხელით ითამაშა

  • MAYER
    schedule 05 სექ 2018, 17:57

    რათ უნდა ამას თქმა ყველა ვინც ერკვევა ისედაც მიხვდება ვინ არის საუკეთესო ინდივიდუალურად , მაგრამ ფეხბურთი გუნდური თამაშია და წლის საუკეთესო გუნდის საუკეთესო მოთამაშე ხდება ოქროს ბურთის მფლობელი ))) 😀

  • Pele10
    schedule 05 სექ 2018, 17:55

    Aba madridelebs kitxe