მარკ-ანდრე ტერ შტეგენის სახით, “ბარსელონას” კარს საიმედო მცველი ჰყავს და ასე კიდევ არაერთი წლის განმავლობაში იქნება, თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, ერიკ აბიდალი მომავალზე უკვე ფიქრობს: მან მადრიდის “ატლეტიკოში” მიაგნო მეკარეს, რომელსაც დიდი მომავალი აქვს.
ალეხანდრო იტურბე მხოლოდ 14 წლისაა, მაგრამ დიეგო სიმეონეს ყურადღებას უკვე იქცევს. “ატლეტიკოს” დამრიგებელმა ის რამდენიმეჯერ პირველ გუნდთანაც ავარჯიშა. მადრიდში, იტურბე იან ობლაკის შემცვლელად მიიჩნევა, მაგრამ, როგორც ჩანს, კატალონიელები მის გადაბირებას აპირებენ.
იტურბეს მიმართ ინტერესს სხვა გრანდებიც იჩენენ, მათ შორის “რეალი”, “ლივერპული” და “ტოტენჰემი”, თუმცა ალეხანდრო ოფიციალურ კონტრაქტს ხელს იქამდე ვერ მოაწერს, სანამ 16 წლის არ გახდება, ასე რომ, “ბარსას” მის დასარწმუნებლად საკმაოდ დიდი დრო აქვს, მაგრამ აბიდალი მოცდას არ აპირებს: “ბარსელონა” “ატლეტიკოს” შეთავაზებას დღესვე გაუკეთებს.




Metqi ukve kidulobetko jer erti otxi celi mainc unda
იოუსუფა მოკუკო და კარაოკე დემბელე და კიდევ ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელები გვინდა ლა მასიისთვის.ჩემი აზრით გასაყიფები გაყოდონ და დააწოლინაურონ ესენი:პუჩი,ალენია,პალენსია,მირანდა,აბელ რუიზი,პერეზი,ორიოლი(მომავალ წელს).იყიდონ დე ლიხტი და ჯასტინი.რას ფიქრობთ.
თუ პერესს უნდა ყიდვა მაინც იყიდის ამაზე 2 აზრი არ არსებობს