ახლახანს, “ბარსელონამ” მექსიკაში თავისი პირველი აკადემია გახსნა. საფეხბურთო სკოლა ქალაქ პუებლაში, “არას სიუდად ეკოლოხიკას” ტერიტორიაზე იფუნქციონირებს.
გახსნის ცერემონიას “ბარსას” აკადემიების პროექტის ხელმძღვანელი, კარლეს მარტინი და საერთაშორისო პროექტების დირექტორი, ფედერიკ მარტინი დაესწრნენ.
ეს სკოლა “ბარსელონასთვის” უცხოეთში 45-ე იქნება. მოქმედი აკადემიებიდან ამერიკის კონტინენტზე 23 მდებარეობს.
პუებლას აკადემია 5-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვებს მიიღებს და “ბარსელონას” მეთოდოლოგიით და ღირებულებებით გაზრდის.
იქნებ გამოჩნდეს მაგარი ტალანტი რომელიც ბარსას გამოადგება
მაიც არ აწინაურებენ რად უნდათ
ტორპედო – ლუდოგორეცი გავა?
SAQARTVELOSHIC GAXSNAN
აუჰ რა ეღირება მანდ ჩარიცხვა
