“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ, “ალავესთან” მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.
“ალავესი” “კამპ ნოუზე” ყოველთვის კარგად თამაშობს. ეს ბოლო კლუბია, რომელმაც ჩვენს მოედანზე გამარჯვების მოპოვება შეძლო. ბასკები განსაკუთრებით მას შემდეგ გაძლიერდნენ, რაც გუნდში აბელარდო მივიდა.
ვფიქრობ, ამ მომენტისთვის შესანიშნავი გუნდი გვყავს, რომელიც მთელი სეზონის ჩატარებისთვის მზადაა, მაგრამ სატრანსფერო ფანჯარა ჯერ არ დახურულა, ასე რომ, არ ვიცით, რა მოხდება.
ბოლო დროს, ფეხბურთი სპორტის საზღვრებს ცდება. ლა ლიგის მატჩების აშშ-ში გამართვის იდეა უცნაურია, ისევე, როგორც ესპანეთის სუპერ თასი მაროკოში, მაგრამ ადგილობრივი მატჩების საზღვარგარეთ ჩატარების გამოცდილება უკვე გვაქვს”. – განაცხადა ვალვერდემ.



