მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსას” ყველა დროის საუკეთესო კალათბურთელმა კარიერა დაასრულა

“ბარსას” ყველა დროის საუკეთესო კალათბურთელმა კარიერა დაასრულა

38 წლის ხუან კარლოს ნავარომ, რომელიც “ბარსელონას” საკალათბურთო გუნდის ყველა დროის საუკეთესო მოთამაშედაა მიჩნეული, კარიერა დაასრულა. 

ნავაროს ანგარიშზე “ბარსა ლასას” რიგებში გატარებულ 20 სეზონში 1 139 ოფიციალური შეხვედრა, 13 609 ქულა და 35 ტიტულია. მისი თამაშის პერიოდში, კატალონიელები ესპანეთის ჩემპიონები 8-ჯერ გახდნენ, ასევე მოიგეს 7 კოპა დელ რეი, 5 ესპანეთის სუპერ თასი, 2 ევროლიგა, 1 კორაჩის თასი და 12 კატალონიის ლიგა. 

ნავარომ ამ წარმატებებში უდიდესი როლი ითამაშა და არაერთი პერსონალური ჯილდოც მოიპოვა. ის ტურნირების MVP 9-ჯერ გახდა, მათ შორის 2009 წელს ევროლიგაზე და 2010 წელს ევროლიგის ფინალში. 

ესპანელმა კალათბურთელმა ძალები NBA-შიც მოსინჯა: მან 2007/08 წლების სეზონი “მემფის გრიზლიში” გაატარა, თუმცა “ბარსელონაში” მალევე დაბრუნდა. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (5)

  • Sergio5
    schedule 18 აგვ 2018, 14:05

    ლა ბომბა <3

  • F C BARCELONA
    schedule 18 აგვ 2018, 09:33

    ნავარო როგორ მიყვარს ეს კაცი სასწაულია კალადბურთის ინიესტა ბრწყინვალეა წარმატებები კარლოს ❤️❤️❤️❤️

  • marusa barcelona
    schedule 18 აგვ 2018, 01:25

    ნავაროსა და გასოლების გამო მიყვარს ესპანეთის საკალათბურთო ნაკრები

  • Johan Cruyff 14
    schedule 17 აგვ 2018, 23:53

    ეს პოლ და მარკ გასოლები იმენა მევასება რააა მაგარი ხალხია

  • (გიო)
    schedule 17 აგვ 2018, 22:41

    ციტატა: M10 S9 D11
    ძაან მაგარი იყო ეს ეხლა არ ვიცი რეალშია თუ არა ისევ მარა დონჩიჩიც მაგრად მევასება


    დრაფტზე იყო გასული, დალასშია ნოვიცკთან ერთად)))