კატალონიური Sport მარლონ სანტოსს “ბარსელონას” დატოვებას უწინასწარმეტყველებს. ბრაზილიელი მცველის შეძენით გელზენკირხენის “შალკეა” დაინტერესებული. გერმანელები მას ტილო კერერის შემცვლელად მიიჩნევენ, რომელიც, ცოტა ხნის წინ, პსჟ-ში გაუშვეს.
22 წლის უკანახაზელის აგენტს აქამდე კონტაქტი პრემიერ ლიგის და ჩემფიონშიფის რამდენიმე გუნდთან ჰქონდა. შეთანხმება ვერც ორ იტალიურ გუნდთან შედგა, ბუნდესლიგის წინადადება კი, როგორც ჩანს, მარლონს ხიბლავს.
“შალკე” ფეხბურთელის სანაცვლოდ 15 მილიონ ევროს გადაიხდის.




ეს მე მაგალითად ლენგლეს მირჩევნია…როცა მინა და ეს გვყავდა + ვერმა პიქე და უმტიტი არ იყო საჭირო ლენგლეს ყიდვა…რა აჩვენეს ჯერ ამათ ბარსაში რომ ასე ხელის მოსმით იცილებენ…ლენგლე ფრინავდა სევილიაში? იცით რამდენი მატჩი იყო სადაც 3 ზე მეტ გოლს უშვებდა სევილია? რა იქ ლენგლე არ იყო? უცნაური ტრანსფერია ჩემთვის…მუნირი რაფინია და პაკო მოსაცილებელია და კიდევ მალკომი და ვიდალი ზედმეტია…ერიკსენი ეყიდათ და ვსიო + დააწინაურებდა ბარსა ბ ბავშვებს და ვსიო…გუარდიოლას დრო გახსოვთ? რონი დეკო და ვინ არ გაუშვა..ენდო ბარსას აღზრდილებს + გამოცდილი ეტოო და პუიოლი მარკესი…დანარჩენი ღლაპები იყვენ…მესის არაფერი არ ქონდა ჯერ დამტკიცებული…ვფიქრობ ბარსა უნდა დაუბრუნდეს თავისი აღზრდილების დაწინაურებაზე როცა ბოლო წლებია ყველა ახალგაზრდული ტურნირები თითქმის ყველა მათ მოიგეს..ჩემპიონთა ლიგაც
მიდი მოიხოდე გერმანიაშI მოდი ჯანზე, ძირითადში ადგილი მოიპოვე და დაგაბრუნებთ. კარგ მცველებს აყენებენ გერმანიაშI, შალკეშI განსაკუთრებით. უნდა ჩაუდონ გამოსყიდვის პუნკტი ესე 20 ად უახლოეს 1-2 სეზონში. ამათი გაშვება არაევროპელობამ გამოიწვია, საბუთების და ბიუროკრატიის ამბავმა და შეზღუდვამ თორე ვერმას ვინ გააჩერებდა. ისე კი ესენი თუ აღარ დაბრუნდენ უნაი ნუნიეზი უნდა დავითრიოთ, ვინც არ იცის სანამ რამეს იტყვის უყუროს მაგის თამაშებს, ბილბაოშია, ახალგაზრდაა და მაგარი ნიჭიერი. თან ვალოს დროს განვითარდა და უარს არ იტყვის, არც ძვირი დაჯდება, თორე მაგაზე მაღალი დონის ფეხბურთელი პიკეს უმტიტის და ლენგლეს კონკურენტად, ანუ მე 4 მცველად არ მოვა. დე ლიხტი მეც მინდა მარა პიკე რო წავა ან სკამზე გადაჯდომას დათანხმდება მერე უნდა ვიყიდოთ მანამდე არც თითონ მოვა და ვერც კონკურენციას გაუქაჩავს